ავტორიზაცია

საქართველოს სამეცნიერო GRID ქსელი
ავტორი: ზურაბ მოდებაძეთანაავტორები: რ. ქვათაძე
საკვანძო სიტყვები: გრენა, გრიდი, ქსელი
ანოტაცია:
საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელების ასოციაცია - გრენა დაარსდა 1999 წელს. გრენას წევრებია: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, საქართველოს ნაციონალური მეცნიერებათა აკადემია და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“. გრენაში გაიხსნა Cisco-ს რეგიონალური ქსელური აკადემია, დისტანციური სწავლების ცენტრი, გრიდ-სეგმენტი მიუერთდა ევროპის გრიდ-ინფრასტრუქტურას და კომპიუტერული დახმარების ჯგუფი (CERT). ევროკომისიის, ნატოს სამეცნიერო პროგრამის, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის დახმარებით, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, წარმატებით მიმდინარეობს სხვადასხვა პროექტები. მოცემული მოხსენება აგრეთვე შეიცავს ინფორმაციას: გრენას სამეცნიერო ქსელის, გრენას სერვისების, ევროპული სამეცნიერო ქსელ GEANT-თან თანამშრომლობის, მიმდინარე პროექტებისა და სამეცნიერო პროგრამების შესახებ.