ka | en
Company Slogan TODO

სპინური-ზეებეკის ეფექტის შესწავლა ფოკერ-პლანკის განტოლების გამოყენებით

ავტორი: ზაზა ტოკლიკიშვილი
თანაავტორები: ლ. ჭოტორლიშვილი, ვ.დუგაევი, ჯ.ბარნასი, ს.ტრიმპერი, ჯ.ბერაკდარი
საკვანძო სიტყვები: სპინური ზეებეკის ეფექტი, ფოკერ-პლანკის განტოლება
ანოტაცია:

შესწავლილია სპინური ზეეკის ეფექტი ფოკერ-პლანკის განტოლების ამონახსნის საშუალებით. ფოკერ -პლანკის განტოლება აღწერს დამაგნიტების ვექტორის დინამიკას ფერომაგნიტური მეტალის ფენაში მაგნიტური ველის სითბური ფლუქტუაციების გათვალისწინებით. მიღებულია ფოკერ-პლანკის განტოლების სტაციონალური ამონახსენი, როდესაც გვაქვს გარე მაგნიტური ველი და ანიზოტროპიის ველი. მიღებული ამონახნის საშუალებით დათვლილია სრული სპინური დენის საშუალო მნიშვნელობა, რომელიც გვაქვს ნორმალური მეტალის და ფერომაგნეტიკის კონტაქტისას. ნაჩვენებია რომ სრული სპინური დენი დამოკიდებულია არა მარტო ელექტრონებისა და მაგნონების სითბური რეზერვუარების ტემპერატურათა სხვაობაზე, არამედ გარე მაგნიტურ ველზე და მაგნიტური ანიზოტროპიიის ველზე. გარდა ამისა ნაჩვენებია რომ სპინური დენი გადის გაჯერებაზე მაგნონების ტემპერატურის გაზრდით და გაჯერების ტემპერატურა იზრდება გარე მაგნიტური ველისა და ანიზიპროპიის ველის გაზრდით.


მიმაგრებული ფაილები:

Fokker-Planck approach to the theory of the magnon-driven spin Seebeck effect [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com