ავტორიზაცია
დაასავლეთ საქართველოს ფიზიკურ–გეოგრაფიული ზონირება ჩინური აქტინიდიას (კივი) გავრცელების პერსპექტიული რეგიონების გამოვლენის მიზნით
ავტორი: ზურაბი სეფერთელაძეთანაავტორები: ეთერ დავითაია, თამარ ალექსიძე
საკვანძო სიტყვები: ზონირება, ტაქსონომიური რანგი, გეოკომპლექსი, რეგიონი
ანოტაცია:
ფიზიკურ–გეოგრაფიულ ზონირებაში ვგულისხმობთ განსაზღვრული ტაქსონომიური რანგის რეგიონული გეოკომპლექსების გამოვლენას, რომლებიც ხასიათდებიან ბუნებრივ–ანთროპოგენური ლანდშაფტების კანონზომიერი შეთანაწყობით. რეგიონები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან აგროკლიმატური მახასიათებლებით, კერძოდ ატმოსფერული ნალექების რაოდენობა, ნიადაგის ტენიანობა და PH–მაჩვენებელი და სხვ. ნაშრომის აქტუალობა გამომდინარეობს აღნიშნული კულტურის დიდ სამკურნალო–პროფილაქტიკურ და დიეტური მნიშვნელობიდან. ფიზიკურ–გეოგრაფიული ზონირებით დადგინდა, რომ აქტინიდიას მოყვანა და მაღალმოსავლიანობა შესაძლებელია აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის გორაკ–ბორცვიან–სუბტროპიკულ, ჰუმიდურ ლანდშაფტებში, სადაც აგროკლიმატური მახასიათებლებია: ადგილის სიმაღლე (100–600 მ), ატჯ (3000–3500 გრად.), ატმ. ნალექები წლის თბილ პერიოდში (1200–1300 მმ), უთბილესინ თვის საშ. ტემპ–რა (22,5–23 გრად.), უცივესი თვის საშ. ტემპ–რა (5–7 გრად.), ნიადაგის PH– მაჩვენებელი (6–6,5)