ka | en
ავტორიზაცია
თვითშეუღლებული გაფართოების პროცედურა გაფანტვის არარელატივისტური ამოცანებისათვის
ავტორი: თეიმურაზი ნადარეიშვილითანაავტორები: ანზორ ხელაშვილი
საკვანძო სიტყვები: თვითშეუღლებული გაფართოების პროცედურა, შრედინგერის განტოლება, გაფანტვის კვეთა
ანოტაცია:
ნაჩვენებია, რომ სათავეში მანძილის კვადრატის უკუპროპორციული მიზიდვის ტიპის პოტენციალებისათვის შრედინგერის განტოლებაში აუცილებელია ე.წ. დამატებითი ამონახსნების შენარჩუნება და ამიტომ საჭიროა თვითშეუღლებული გაფართოების ოპერაციის ჩატარება გაფანტვის ამოცანებში. ასევე ნაჩვენებია, რომ ფიზიკური სიდიდეები ენერგია, გაფანტვის სიგრძე, ეფექტური გაფანტვის რადიუსი, გაფანტვის განივკვეთი დამოკიდებულია თვითშეუღლების პარამეტრზე და ამიტომ ფიზიკური სურათი განსხვავებულია ჩვეულებრივი კვანტური მექანიკისაგან. კერძოდ, ნაჩვენებია, რომ პარამეტრის შემოტანას შეუძლია პოტენციალის ბუნების შეცვლა. ასევე სავალენტო ელექტრონის მოდელში გაფანტვის ამოცანაში მოდიფიცირებულია რეზერფორდის ფორმულა
მიმაგრებული ფაილები:
Self-adjoint extension procedure for nonrelativistic scattering problems [en]თვითშეუღლებული გაფართოების პროცედურა გაფანტვის არარელატივისტური ამოცანებისათვის [ka]