ka | en
Company Slogan TODO

სწრაფი ელექტრონებით ჰელიუმის ატომის ორჯერადი იონიზაციის შესწავლა: დინამიური ვარიაციული მეთოდი

ავტორი: ზაალ მაჭავარიანი
საკვანძო სიტყვები: იონიზაცია, განივკვეთი
ანოტაცია:

ჰულტენ-კონის ვარიაციულ მეთოდზე დაყრდნობით, გარკვეული საცდელი ტალღური ფუნქციების გამოყენებით განსაზღვრულია იონიზაციის შედეგად ამოტყორცნილი ელექტრონების მიერ "დანახული" ეფექტური მუხტები. შემუშავებული მეთოდის ვარგისიანობა შეფასებულია ჰელიუმის ატომის ორჯერადი იონიზაციის სრული დიფერენციალური განივკვეთების გამოთვლით. ორჯერადი იონიზაციის შემთხვევაში დამჯახებელი ელექტრონის 2კევ ენერგიის დროს მცირე გადაცემული იმპულსის მნიშვნელობა (q=0.5a.u.) და ამოტყორცნილი ელექტრონების ენერგიების მცირე (5ევ, 10ევ, 20ევ) მნიშვნელობები წარმოადგენს ბორნის მიახლოვების გამოყენების რეალისტურ საფუძველს. გამოთვლილი სრული დიფერენციალური განივკვეთები გონივრულ თანხვედრაშია შესაბამის ექსპერიმენულ მონაცემებთან და სხვა რთულ და მრავლისმომცველ თეორიულ გამოთვლებთან.


მიმაგრებული ფაილები:

Electron-Impact Double Ionization of Helium: Dynamical Variational Treatment [en]
სწრაფი ელექტრონებით ჰელიუმის ატომის ორჯერადი იონიზაციის შესწავლა: დინამიური ვარიაციული მეთოდი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com