ka | en
Company Slogan TODO

ადამინზე ელექტრომაგნიტური დასხივების შესწავლა ზოგიერთი დიდი სცენარისთვის

ავტორი: ვერიკო ჯელაძე
თანაავტორები: ვასილი ტაბატაძე, მიხეილ პრიშვინი, ივანე პეტოევი, ლალი ბიბილაშვილი, რევაზ ზარიძე
საკვანძო სიტყვები: MAS, დიდი სცენარები, SAR
ანოტაცია:

წარმოდგენილი კვლევის მიზანია შევისწავლოთ ელექტრომაგნიტური (ე.მ) ველის ფონის (უკაბელო კავშირის სიხშირეებზე) ზეგავლენა ადამიანის სხეულზე. ჩვენ გამოვიკვლიეთ ე.მ ველის ბუნება ზოგიერთი დიდი სცენარის შემთხვევაში და შევისწავლეთ ე.მ ველის განაწილება, ნახევრად ჩაკეტილ გეომეტრიაში (მაგ. ფანჯრიან ოთახში) და ღია სივრცეში, რომელშიც იმყოფება ადამიანი. ასევე, ჩვენი ინტერესი იყო გამოსხივების დიაგრამის დამოკიდებულება მომხმარებლის, გამომსხივებლის და ფანჯრის მდებარეობაზე შესწავლილი გეომეტრიისთვის. ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე შემთვევა, ე.მ წყაროს სხვადასხვა მდებარეობით და ნახევრად ჩაკეტილი გეომეტრიის ზედაპირის სხვადასხვა გამჭვირვალობის კოეფიციენტით. კვლევაში განსაკუთრებული ყურადრება ეთმობა ზედაპირის გამჭვირვალობის ცვლილების მოდელირების მეთოდოლოგიას. ალგორითმი დაფუძნებულია MAS მეთოდზე ნახევრად ღია გეომეტრიისთვის. ზოგ სიხშირეზე და ზედაპირის გამტარებლობაზე რეზონანსული მოვლენების გამო, მდგარი ე.მ ველი ხდება ძალიან მაღალი და იწვევს SAR მაღალ მნიშვნელობას. ნაშრომში გამოთვლის შედეგები წარმოდგენილია ძირითადად უკაბელო კავშირის სხვდასხვა სიხშირეზე.


მიმაგრებული ფაილები:

Human EM Exposure Study for Some Big Scenarios [en]
ადამიანზე ელექტრომაგნიტური დასხივების შესწავლა ზოგიერთი დიდი სცენარის შემთხვევაში [ka]
ადამიანზე EM დასხივების ზემოქმედების შესწავლა ზოგიერთ დიდი სცენარისთვის [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com