ka | en
Company Slogan TODO

ჰიპოკამპის როლი ვირთაგვების ფიქსირებულ განწყობაში

ავტორი: სულხან ცაგარელი
საკვანძო სიტყვები: ჰიპოკამპი, განწყობა
ანოტაცია:

გაანალიზებულია თეთრი ვირთაგვების დორსალური ჰიპოკამპის დაზიანების გავლენა ფიქსირებული განწყობის ფორმირებაზე. სპეციალურ კაბინაში სხვადასხვა ინტენსივობით განათებული კარების მიღმა განთავსებული იყო საკვებური. საწყის ეტაპზე ვირთაგვებს უმუშავდებოდათ საკვებმოპოვებითი პირობითი რეფლექსი მხედველობითი გამღიზიანებლის დიფერენცირებაზე. დასწავლის კრიტერიუმის მიღწევის შემდეგ (რეაქციების განხორციელება 1-ის ტოლი სიხშირით) იწყებოდა მომდევნო ეტაპი - ფიქსირებული განწყობის გამომუშავება. ცდის ამ სტადიაზე ვირთაგვებს რამდენჯერმე ვუშვებდით ერთი და იმავე მიმართულებით, კერძოდ, დიდი განათების კარში, რის შემდეგაც, საკონტროლო სინჯში კარები ნათდებოდა თანაბრად. თუკი ვირთაგვა მიირბენდა მასიგნალიზებელ კართან, რეაქცია ითვლებოდა ასიმილირებულად, ხოლო თუკი იგი აირჩევდა საპირისპირო მხარეს – კონტრასტულად. რაოდენობრივად შეფასდა ასიმილირებულ და კონტრასტულ რეაქციათა სიხშირეები. ექსპერიმენტებმა დაადასტურა ვირთაგვებში ფიქსირებული განწყობის გამომუშავების შესაძლებლობა. დადგინდა, რომ ფიქსირებული განწყობის გრადუალობა განისაზღვრება გამღიზ-იანებლის სიხშირით. გამღიზიანებლის სიხშირის მატებასთან ერთად ადგილი აქვს განწყობის სიძლიერის ზრდას. გამოვლინდა დორსალური ჰიპოკამპის აქტიური როლი ფიქსირებული განწყობის ფორმირებაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com