ka | en
ავტორიზაცია
ცილების N-გლიკოზილირება
ავტორი: როზა კუბლაშვილიანოტაცია:
განისაზღვრა ხარის შრატის ალბუმინსა (BSA) და D [14C] გლუკოზას შორის მაილარდის რეაქციის ოპტიმალური პარამეტრები. რეაქციას აქვს ინდუქციის პერიოდი, რომელიც მცირდება ტემპერატურის მომატებით. ინდუქციის პერიოდს მოჰყვება ხანგრძლივი პერიოდი, რომლის დროსაც BSA–ს რადიოაქტივობა თითქმის წრფივად იზრდება დროში. რეაქციის სიჩქარე უფრო მეტად დამოკიდებულია რეაქციის ტემპერატურაზე, ვიდრე რეაქციაში მონაწილე კომპონენტების მოლურ თანაფარდობაზე. გარკვეული დროსი შემდეგ შეინიშნება გაჯერების მომენტი და BSA მეტად აღარ იერთებს გლუკოზას მიუხედავად იმისა, რომ BSA შეიცავს საკმარის რაოდენობა თავისუფალ ამინო ჯგუფებს გლუკოზის მისაერთებლად. თავისუფალი ამინო ჯგუფების ბლოკირების გამო BSA კარგავს გლუკოზის მიერთების უნარს.
მიმაგრებული ფაილები:
ცილების N-გლიკოზილირება [ka]N-GLUCOSYLATION OF PROTEINS [en]