ka | en
Company Slogan TODO

მოსახლეობის დაბერება-საქართველოს სახიფათო გამოწვევა

ავტორი: გიორგი მელაძე
საკვანძო სიტყვები: მოსახლეობა, დაბერება, ეპიდემიოლოგიური გადასვლა
ანოტაცია:

მოსახლეობის დაბერება - საქართველოს სახიფათო გამოწვევა გიორგი მელაძე giorgi.meladze@tsu.ge გეოგრაფიის დეპარტამენტი, თსუ, ი.ჭავჭავაძის გამზ. 3, II კორპ. მოსახლეობის დაბერება განუყოფლადაა დაკავშირებული საზოგადოების პროგრესთან. ნებისმიერი ქვეყანა ადრე თუ გვიან, გარდაუვლად დადგება მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების პრობლემის წინაშე. აღნიშნული მოვლენა ძირითადად გამოწვეული იქნება, დაბალი შობადობითა და სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობის მატებით. სათანადო სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაანალიზებულია დემოგრაფიული დაბერების დეტერმინანტები: შობადობა, მოკვდაობა, სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა და მიგრაცია. საქართველოს მოსახლეობამ დემოგრაფიული დაბერების დონეს, ანუ როდესაც მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანების წილი 7%-ს და მეტს შეადგენს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ მიაღწია. დაფიქსირებული ფაქტი ძირითადად, ომის შედეგად მოსახლეობის ასაკობრივი შემადგენლობის სტრუქტურული ცვლილებებით იყო გამოწვეული. აღნიშნულ ომში გაწვეული იყო 700 ათასამდე მოქალაქე, რომელთაგან 300 ათასამდე ომში დაიღუპა. გარდა ამისა, ომის პერიოდში მკვეთრად შემცირდა შობადობაც. 1990-იან წლებამდე მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების პროცესში, წამყვან როლს ძირითადად შობადობის კლება ასრულებდა. მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვალა გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში წარმოქმნილმა სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა, რის შედეგადაც საქართველოდან ასობით ათასი სამუშაო ასაკის (15-64 წწ.) ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა. განვითარებულმა პროცესმა ქვეყნის ასაკობრივი სტრუქტურის დეფორმირება გამოიწვია. კიდევ უფრო შემცირდა დაბადებული ბავშვების აბსოლუტური რაოდენობა და გაიზარდა მაღალი ასაკის მოსახლეობის წილი. განხილულია ეპიდემიოლოგიური გადასვლის მიმდინარეობის თავისებურება საქართველოში და ახსნილია თუ რატომაა სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად დაბალი დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით. მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების ანალიზისათვის, გამოყენებულია ისეთი მაჩვენებლები როგორებიცაა: მოსახლეობის დაბერების ინდექსი, პოტენციური და მშობლების მხარდაჭერის კოეფიციენტები, დემოგრაფიული დატვირთვის ინდექსები და სხვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება დემოგრაფიული დაბერების დონე, რის შედეგადაც ქვეყანაში მოსალოდნელია მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წარმოქმნა.


მიმაგრებული ფაილები:

Population Aging – Dangerous Challenge of Georgia [en]
მოსახლეობის დაბერება-საქართველოს სახიფათო გამოწვევა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com