ka | en
Company Slogan TODO

გრავიტაციის თერმოდინამიკული მოდელი

ავტორი: მერაბ გოგბერაშვილი
საკვანძო სიტყვები: გრავიტაცია, თერმოდინამიკა
ანოტაცია:

ნაჩვენებია, რომ გრავიტაციის მიმართ თერმოდინამიკული მიდგომა გვაძლევს ნაწილაკების ფიზიკაში იერარქიების პრობლემის ახლებურ ახსნას. მოდელის ფარგლებში ბნელი ენერგია შესაძლოა გავაიგივოთ სამყაროს ყველა ნაწილაკის კოლექტიური გრავიტაციული ურთიერთქმედების ენერგიასთან. სამყაროს გამარტივებული მოდელისთვის, რომელიც შედგება იდენტური მასის დამუხტული და ნეიტრალური ნაწილაკებისგან, შეფასებული იქნა გამოსხივების, ბარიონული და ბნელი ენერგიების სიმკვრივეები. გამოთვლილი სიდიდეები თანხვედრაშია დაკვირვების მონაცემებთან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ფარდობითობის ზოგადი თეორიის აინშტაინ-ინფელდ-ჰოფმანის მიახლოებაში რაიმე ობიექტის აჩქარება შესაძლოა განხილული იქნას როგორც სამყაროს ნაწილაკების ანსამბლის მიმართ ფარდობითი სიდიდე.


მიმაგრებული ფაილები:

Thermodynamic Model of Gravity [en]
გრავიტაციის თერმოდინამიკული მოდელი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com