ავტორიზაცია
საქართველოში მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენების საერთო მდგომარეობა და მათი განვითარების რისკი კლიმატის ცვლილებებისა და მიწისძვრების გააქტიურების საერთო ფონზე
ავტორი: ცეცილია დონაძეთანაავტორები: გ.გაფრინდაშვილი
საკვანძო სიტყვები: მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენები, მიწისძვრა, კლიმატის ცვლილებები
ანოტაცია:
საქართველოში მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენების საერთო მდგომარეობა და მათი განვითარების მასშტაბების რისკი კლიმატის ცვლილებებისა და მიწისძვრების გააქტიურების საერთო ფონზე c. donaZe-asistent profesori, g. gafrindaSvili-doqtoranti ivane javaxiSvilis saxelobis Tbilisis saxelmwifo universiteti zust da sabunebismetyvelo mecnierebaTaA fakulteti საქართველო მრავალკრიტერიუმიანი გეოლოგიური კატასტროფების (მეწყრები, ღვარცოფები, წყალდიდობები და ეროზიული პროცესები, თოვლის ზვავები, მიწისძვრები და სხვა) განვითარების მასშტაბებით, მოწყვლადობით, განმეორებადობის სიხშირით და ქვეყნის მოსახლეობისა და ეკონომიკისადმი მათგან მიყენებული ნეგატიური შედეგებით მსოფლიოს მთიან ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია. ეგზოგენური გეოლოგიური სტიქიის საშიშროების არეალში მოქცეულია ქვეყნის ტერიტორიის 70%-მდე, 3000-მდე დასახლებული პუნქტით, ხოლო 7-9 ბალიანი ინტენსივობის მიწისძვრების საშიშროების რისკის ქვეშ იმყოფება თითქმის მთლიანად საქართველო, რომელთა ზემოქმედება პირდაპირ ირეკლება მეწყრულ-გრავიტაციული და ღვარცოფული მოვლენების სტიმულირება-პროვოცირებაზე. დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებულია 53 ათასამდე მეწყრულ-გრავიტაციული სხეული და მათი წარმოქმნის სარისკო უბანი, 3000-მდე ღვარცოფტრანსფორმირებადი წყალსადინარი, 5000-მდე თოვლის ზვავის პერიოდულად ჩამოსვლის ადგილი და ზღვისა და მდინარეთა ნაპირების გარეცხვის 1000-ზე მეტი უბანი 1500კმ საერთო სიგრძით. არასრული მონაცემებით ბოლო 45 წლის მანძილზე ეკომიგრანტების სახით გაყვანილი იქნა 60 000-მდე ოჯახი, დაიღუპა 1000-ზე მეტი ადამიანი, საბრუნავი ფონდიდან ამოვარდა 1,5მლნ ჰა მიწის ფართობი და საერთო ზარალმა 12,5მლრდ დოლარს გადააჭარბა. სტიქიური პროცესებით განპირობებული გეოეკოლოგიური კატაკლიზმების და ეკონომიკური ზარალის, ადამიანთა მსხვერპლის და ეკომიგრანტების 80%-ზე მეტი მთაზე მოდის. საქართველოში XX საუკუნის ბოლო ათწლეულებიდან აღინიშნება გეოლოგიური სტიქიის მნიშვნელოვანი გააქტიურება და მათი ექსტრემალური რეაქტივაციის ინტერვალების მნიშვნელოვანი შემოკლება. ამის მთავარი მიზეზი პირველ ყოვლისა, უკიდურესად სენსიტიური გეოლოგიური გარემოს საერთო ფონზე, არის: 1. კლიმატის გლობალური ცვლილებებით გამოწვეული გეოლოგიური პროცესების მაპროვოცირებელი უარყოფითი მეტეოროლოგიური ელემენტების გაზრდა-გახშირება; 2. მაღალი ინტენსივობის მიწისძვრების გახშირება კავკასია-პონტიდების რეგიონში; 3. ადამიანის საქმიანობის მაღალი პრესინგი გეოგრაფიულ გარემოში და მისი ბალანსური წონასწორობის მკვეთრი დარღვევა; 4. სტიქიის საშიშროების შეცნობისადმი საზოგადოების მზადყოფნის დაბალი დონე და პასუხისმგებელი პირების არასაკმარისი ინფორმირება მოსალოდნელი კატასტროფების შესახებ. რაც გამოიხატება წინასწარი გაფრთხილების სისტემის არასრულყოფილებაში. გეოლოგიური სტიქიისგან მოსახლეობის დაცვისა და საინჟინრო-სამეურნეო ობიექტების უსაფრთხო ფუნქციონირების საიმედო გარანტს წარმოადგენს კარგად ორგანიზებული მონიტორინგული კვლევები კონტროლითა და შეფასებით დაწყებული, პროგნოზით და მართვის სიტემით დამთავრებული.