ka | en
Company Slogan TODO

საბუს დისკი (ჩვ.წ. აღ-მდე 3100 წელი) -ძველი ეგვიპტის ტექნოლოგიები

ავტორი: გიზო ვაშაკიძე
საკვანძო სიტყვები: საბუს დისკი, ძველი ეგვიპტე
ანოტაცია:

წარმოდგენილი ისტორიული არტეფაქტი გასულის საუკუნის დასაწყისში - 1936 წელს ეგვიპტეში, ინგლისელმა ეგვიპტოლოგმა უოლტერ ბრაიანმა აღმოაჩინა. გათხრები მიმდინარეობდა უძველეს დასახლება საკარას მახლობლად. სამარხი, სადაც აღმოჩენილია დისკი, ეკუთვნოდა ფარაონ ანედჟიბას შვილს - საბუს (ანედჟიბა - ეგვიპტის პირველი დინასტიის მეხუთე მმართველი). ეგვიპტური ტრადიციის მიხედვით, სამარხში მრავლად იყო საყოფაცხოვრებო ნივთები, თიხისა და ქვის ჭურჭელი, რამდენიმე სპილენძის ინსტრუმენტი. დისკი თარიღდება ჩვ. წ. აღ-მდე 3100 -3000. დისკი დამზადებულია ალევრიტის ქვისგან (წვრილმარცვლოვანი ფხვიერი ნალექი ქანი, საშუალო თიხასა და ქვას შორის); დიამეტრი - 61 სანტიმეტრი; სისქე - 1 სანტიმეტრი. ამჟამად მდებარეობს ეგვიპტეში, ქაიროს მუზეუმში. რა დანიშნულება აქვს საბუს დისკს? დღემდე არსებული ვერსიები და მოსაზრებები შემდეგია: 1. გავს ბორბალს, მაგრამ ბორბალი ეგვიპტეში ჩვ. წ. აღ-მდე 1500 წელს დაფიქსირდა. 2. რიტუალური ან რელიგიური მიზნისთვის გამოსაყენებელი ჭურჭელი. 3. მანათობელი ლამფის ფეხი. ჩემს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ცდის მეხედვით, წარმოდგენილმა დისკმა გამოავლინა მეტად საინტერესო თვისება - წყლისგან ორთქლის გაფრქვევა სივრცეში მოხერხებულად და სწრაფად. არქეოლოგების ცნობით, სხეულის ჰიგიენას უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ ძველი ეგვიპტელები, აგრეთვე წყლის გამოყენებით მკურნალობდნენ სხვადასხვა დაავადებებს. თბილი ორთქლის საშუალებით იკეთებდნენ სახის ნიღბებს და ინჰალაციებს. ისტორიკოსების ცნობით, ეგვიპტელი ქურუმები დღეში ოთხჯერ დადიოდნენ საბანაოდ და ამას ხსნიდნენ არა მხოლოდ სხეულიდან ჭუჭყის მოშორების სურვილით, არამედ წყალთან ასეთი ხშირი ურთიერთობა მიაჩნდათ განწმედის რიტუალად. აბაზანა არსებობდა როგორც კერძო სახლებში, ასევე საზოგადო მოხმარების შენობებში. ის ხელმისაწვდომი იყო ყველა ეგვიპტელისთვის. სწორედ ძველ ეგვიპტეში დაედო საფუძველი ამ რიტუალს, ხოლო შემდეგ გავრცელდა ძველ რომსა და საბერძნეთში. ძველ ეგვიპტელთა რამდენიმე სამარხში არქეოლოგებმა საბანაო ვანასაც მიაკვლიეს. ასე რომ, გასაკვირი არაა, აბანოში არსებული აქსესუარი, კერძოდ წარმოდგენილი დისკი ჩაეტანებინათ საბუს სამარხში.


მიმაგრებული ფაილები:

Disc of Sabu – Ancient Egyptian technologies [en]
საბუს დისკი - ძველი ეგვიპტის ტექნოლოგიები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com