ka | en
ავტორიზაცია

ოლიგოტროფული (სიონის) და ევტროფული (კუმისის) წყალსაცავების ზოოპლანქტონის თვისობრივი და რაოდენობრივი სტრუქტურის მრავალაწლიური და სეზონური დინამიკა
ავტორი: ზელიმხან კერესელიძესაკვანძო სიტყვები: ზოოპლანქტონი, ოლიგოტროფული, ევტროფული
ანოტაცია:
ადრეული წლების გამოკვლევების და გასული წლის სავეგეტაციო პერიოდში აღებული მასალების დამუშავების შედეგად მიღბული შედეგების ანალიზით შეიძლება დავასკვნათ: 1. ოლიგოტროფული სიონის წყალსაცავის ზოოპლანქტონის თვისობრივი სტრუქტურა წლების მანძილზე არ იცვლებოდა მკვეთრად - იცვლებოდა დინამიურად დათნმიმდევრობით. 2. ევტროფული კუმისის წყალსაცავს ზოოპლანქტონის თვისობრივი სტრუქტურა იცვლებოდა მკვეთრად. 3. გასული წლის სავეგეტაციო პერიოდის ზოოპლანქტონის რაოდენობრივი სტრუქტურა (ბიომასა მგ/გ3)კუმისის წყალსაცავში სიონის წყალსაცავთნ შედარებით ასევე მკვეთრად ცვალებადობდა. 4. ყოველივე ზემოთთქმული აიხსნება სიონის წყალსაცავთან განსხვავებით კუმისის სწალსაცავში მიმდინარე ანთროპოგენური ევტროფიკაციის პროცესით.