ავტორიზაცია
დაპროგრამება და გრაფიკული ვიზუალიზაციები Wolfam Mathematica - ში
ავტორი: Silva Torosianiსაკვანძო სიტყვები: დაპროგრამება, გრაფიკული ვიზუალიზაციები, Wolfam Mathematica
ანოტაცია:
კომპიუტერული სისტემა Wolfram Mathematica არის საკმაოდ კარგი აპარატი კვლევითი და სასწავლო ხასიათის ამოცანების გადაწყვეტაში. კომპიუტერული სისტემა Wolfram Mathematica საშუალებას აძლევს მომხმარებელს იმუშაოს მასთან, როგორც კალკულატორთან და როგორც მძლავრ დაპროგრამების სისტემასთან, რომლის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია მათემატიკური მოდელების აგება და მათი გამოკვლევა. Wolfram Mathematica სისტემის დაპროგრამების ენა აძლევს საშუალებას მომხმარებელს გააფართოვოს სისტემა ახალი ფუნქციებით და აგრეთვე შექმნას სხვადასხვა პროგრამული მოდულები, რომლებიც ინტერაქტიურ რეჟიმში იმუშავებენ. ამასთან იგი უზრუნველყოფს დაპროგრამების სხვადასხვა მეთოდის და სტილის გამოყენებას. აგრეთვე პროგრამა Mathematica–ს აქვს მძლავრი გრაფიკული შესაძლებლობები. ნაშრომში განხილულია დაპროგრამების, გრაფიკული ვიზუალიზაციის ამოცანები და შესაბამისი ამოხსნები. ამოცანებში გამოყენებულია Mathematica პროგრამის როგორც სტანდარტული ფუნქციები, ასევე მომხმარებლის მიერ შექმნილი ფუნქციები. შესწავლილია გრაფიკული ამოცანები სიბრტყეზე და სივრცეში, აგრეთვე განხილულია დინამიური ობიექტები.
მიმაგრებული ფაილები:
დაპროგრამება და გრაფიკული ვიზუალიზაციები Wolfam Mathematica - ში [ka]Mathematica: Programming, Visualization and Interactivity [en]