ka | en
Company Slogan TODO

მონოგრაფიის Gia Sirbiladze, Extremal Fuzzy Dynamic Systems - Theory and Applications, IFSR International Series on Systems Science and Engineering, 28, Springer, 2013, 375 pp მიმოხილვა

ავტორი: გია სირბილაძე
საკვანძო სიტყვები: ექსტრემალური დინამიკური სისტემები, სისტემების იდენთიფიკაცია, ოპტიმიზაცია და ფილტრაცია
ანოტაცია:

მოხსენებაში განიხილება ახალი მიმართულება სუსტად სტრუქტურირებადი დინამიკური სისტემების (სსდს) ფუნდამენტურ კვლევებსა და ზოგადად, სისტემების მეცნიერებების კვლევებში. დინამიკური სისტემების კვლევების სხვა მიდგომებისგან განსხვავებით, სადაც ფაზი (შესაძლებლობითი) განუზღვრელობის წყაროს ექსპერტი და მისი ცოდნა წარმოადგენს, მოხსენება წარმოადგენს მიდგომას, როდესაც განუზღვრელობის წყაროს ასევე წარმოადგენს დრო. ფაზი-დროის (არამკაფიო დროის) ფაქტორი წარმოაჩენს განუზღვრლობას დინამიკურ სისტემებში, რომელიც ფართო სპექტრი ახალი პრობლემების კვლევის შესაძლებლობას იძლევა. ფაზი-დროის მიმართ სუსტად სტრუქტურირებადი დინამიკური სისტემების კვლევაში დუალური (ექსრემალური) მიდგომა სიახლეა და დღეს ანალოგი არ გააჩნია. ფაზი-პროცესების ექსტრემალურობა შესაძლებლობას იძლევა ფაზი-დინამიკური სისტემები და მათი პროგნოზი აღიწეროს „გაფართოებული მიმდინარე და შეკუმშული მომავლი ფაზი-დროის ინტერვალებში“ რათა მივიღოთ უფრო სარწმუნო ინფორმაცია ექსპერტზე, მის ცოდნაზე, საკვლევი სსდს-ის მდგომარეობებზე და ა.შ. ამით ჩვენ ვაგებთ ახალი ტიპის სტრუქტურებს საექსპერტო ცოდნის ნაკადების ფორმირების, სინთეზისა დ ანალიზის ამოცანებში. მართვის ელემენტის გათვალისწინებით სსდს-თვის აგებულია ახალი ფაზი-ინტეგრალური მოდელები. სისტემის ევოლუციის შესაძლო სცენარების ახალი ტიპის წარმოდგენები აგებულია მომავლი დროის ფაზი-ინტერვალებისთვის. ეს სცენარები რთული დინამიკური სისტემების კვლევის ახალ შესაძლებლობას იძლევა. ერთის მხრივ შესაწავლილი სსდს–ის იდენთიფიკაციის, ფილტრაციის, პროგნოზის, კლასიფიკაციის, მართვისა და ოპტიმალური მართვის ამოცანები, ხოლო მეორე მხრივ პროგრამული უზრუნველყოფის ბიბლიოთეკა კონკრეტული დარგის მკვლევარებისთვის გადაწყვეტილების მხარდამჭერი ინტელექტუალური სისტემებისა და საექსპერტო სისტემების პროექტირების ახალ ინსტრუმენტს წარმოადგენს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com