ავტორიზაცია

პეპტიდური ბიორეგულატორის – ბრონხოგენის გავლენა ხანდაზმულ ინდივიდთა გენომზე
ავტორი: მაია გაიოზიშვილისაკვანძო სიტყვები: ბიორეგულატორი, ბრონხოგენი, ჰეტეროქრომატინიზაცია
ანოტაცია:
დღეისათვის დიდი მნიშვნელება ენიჭება ასაკობრივი პათოლოგიების რეგულატორულ–ადაპტაციური შესაძლებლობების რეაბილიტაციას მოკლე პეპტიდური ბიორეგულატორების დახმარებით, რომელთა ბიოლოგიური აქტივობა მათ ბუნებრივ ანალოგებთან შედარებით, მაღალია. ჩვენს მიერ გამოკვლეულ იქნა პეპტიდური ბიორეგულატორის – ბრონხოგენის (Ala-Asp-Glu-Leu) გავლენა გენომის ფუნქციურ მახასიათებლებზე: 1. გენომის სტრუქტურული არასტაბილურობა; 2. რიბოსომული ცისტრონების აქტივობა; 3. ჰეტეროქრომატინული რაიონების ცვალებადობა (განსაზღვრული დიფერენციული სკანირების მიკროკალორიმეტრიული მეთოდით); 4. კონდენსირებულ ევქრომატულ რაიონებში ფაკულტატური ჰეტეროქრომატინის ცვალებადობა (ქრომატიდთაშორისი გაცვლების მეთოდით) ხანდაზმული ასაკის (75–88 წლის) ინდივიდთა ლიმფოციტურ კულტურებში. შედეგებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შესწავლილი პეპტიდური ბიორეგულატორი – ბრონხოგენი (Ala-Asp-Glu-Leu) იწვევს ზოგადი ჰეტეროქრომატინის, ფაკულტატური ჰეტეროქრომატინისა და რიბოსომული ჰეტეროქრომატინის დეჰეტეროქრომატინიზაციას (ჩაკეტილი გენების გამონთავისუფლებას). მიღებული შედეგები მიუთითებენ აღნიშნული ბიორეგულატორის, როგორც სამკურნალო საშუალებების, გერიატრიულ პრაქტიკაში გამოყენების მიზანშეწონილობაზე.