ავტორიზაცია
ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (აქგ) β ჯაჭვის ანალოგი მუტანტური, რეკომბინანტული ცილის და სხვადასხვა მოლეკულა მატარებლების კონიუგაციით მიღებული კონიუგატების იმუნოგენურობის შედარებითი დახასიათება
ავტორი: ნინო გაჩეჩილაძეთანაავტორები: ჭიკაძე ნ, მიცკევიჩი ნ, გაჩეჩილაძე ნ
საკვანძო სიტყვები: ქორიონული გონადოტროპინი, C ტერმინალური ცილა, კეიჰოლ ლიმფეტის ჰემოციანინი
ანოტაცია:
აქგ α და β ჯაჭვების შემცველი ჰეტეროდიმერული ჰორმონია, რომლის α ჯაჭვი დანარჩენი გლიკოპროტეინული ჰორმონების α ჯაჭვის იდენტურია, ხოლო β ჯაჭვი კი აქგ სპეიფიურობისაა. ვინაიდან აქგ წარმოადგენს ფერმძიმობის შესანარჩუნებელ ჰორმონს და ამავდროულად სიმსივნის ზრდის ფაქტორს, ის კარგ სამიზნეა იმუნოკონტრაცეპტული და ანტისიმსივნური ვაქცინის შექმნისათვის. ჩვენს მიერ შეიქმნა ვაქცინის სამი პროტოტიპი, რომელტა ძირითადი კომპონენტია ერთი წერტილოვანი მუტაციის 68 ადგილზე მდგომი არგინინის გლუტამინის მჯავით ჩანაცვლების შედეგად მიღებული რეკომბინანტული აქგ ჯაჭვი აქგ R68E. ვაქცინის ერთ პტოტოტიპში აღნიშნული მოლეკულა კონიუგირებულია სითბური შოკის ცილა 70თან (აქგ β R69E-HSP70), მეორე პროტოტიპში მოლუსკის ცილა keyhole limpet hemocyaninთან ((აქგ β R69E-KLH), ხოლო მესამე პროტოტიპი წარმოადგენს მხოლოდ რეკომბინანტულ ცილას მოლეკულა მატარებლის გარეშე (აქგ β R69E). აღნიშნული კონიუგატები გამოყენებულ იქნა თაგვების იმუნიზაციისათვის. ჩვენ შევისწავლეთ მიღებული შრატების სპეციფიურობა და იმუნოგენურობა აქგ αβ, აქგ β ცილის და აქგ C ტერმინალური პეპტიდის (CTP) მიმართ არაპირდაპირი იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით. სამივე კონიუგატით იმუნიზაციის შედეგად მიღებულ შრატებში აღმოჩნდა ექსპერიმენტული ცილების სპეციფიურობის ანტისხეულების მარალი დონე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აქგ β R69Eის და არაკონიუგირებული მუტანტური ცილის საპასუხოდ სინთეზირდება მაღალი ტიტრის ანტი CTP ანტისხეულები, ეს შრატები სუსტად რეაგირებენ ნატიურ აქგთან. საპირისპიროდ, ანტი აქგ β R69E-HSP70 შრატი შეიცავს ანტი CTP, ანტი აქგ αβ და ანტი აქგ β ანტისხეულების თანაბრად მარალ ტიტრებს. ჩვენი სედეგები გამოხატავს კონიუგატი აქგ β R69E-HSP70 -ის ეფექტურობას ვაქცინის შექმნისათვის.