ავტორიზაცია
არაგონიტის რადიალურ-სხივოსნური კრისტალები ახალქალაქის პლატოს ჰიდროთერმულად შეცვლილ დოლერიტებში
ავტორი: მარიამ ახალკაციშვილისაკვანძო სიტყვები: არაგონიტი, დოლერიტი, ვეზიკულა
ანოტაცია:
არაგონიტის მინერალიზაცია პირველად გამოვლენილ იქნა ახალქალაქის პლატოს გვიანპლიოცენურ-ადრეპლეისტოცენური ასაკის დოლერიტებში, სოფ. თოკის ჭრილის - ლავური ნაკადების ვეზიკულიარულ ზონაში. ქანში არსებული განსხვავებული ფორმისა და ზომის ვეზიკულები მონომინერალურია და მთლიანად არაგონიტის რადიალურ-სხივოსნური კრისტალებით არის ამოვსებული. არაგონიტის არსებობას განაპირობებს ხსნარის შედგენილობა და ასევე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დედაქანის შედგენილობასა და შეცვლის ხარისხზე. საველე და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ რომ, პოსტვულკანური მინერალიზაციის პროცესი მიმდინარეობდა ჰიდროთერმული სტადიის დამამთავრებელ ეტაპზე, დედამიწის ზედაპირზე ან მასთან სიახლოეში საშუალო და დაბალ სიღრმეზე დაბალი წნევისა და დაბალი ტემპერატურის პირობებში. არაგონიტის კრისტა-ლიზაციის ტემპერატურა შეფასებულია 120 C
მიმაგრებული ფაილები:
არაგონიტის რადიალურ-სხივოსნური კრისტალები ახალქალაქის პლატოს ჰიდროთერმულად შეცვლილ დოლერიტებში [ka]