ka | en
ავტორიზაცია
ატმოსფეროს მეზომასშტაბური სასაზღვრო ფენის რიცხვითი მოდელის შემდგომი სრულყოფა
ავტორი: გიორგი გელაძესაკვანძო სიტყვები: ატმოსფეროს მეზომასშტაბური სასაზღვრო ფენა, რიცხვითი მოდელირება, აეროზოლი
ანოტაცია:
დასმულია და ამოხსნილია 2-განზომილებიანი(x-z ვერტიკალურ სიბრტყეში) ამოცანა ატმოსფეროს მეზომასშტაბური სასაზღვრო ფენის (ამსფ) შესახებ. ამოცანის რიცხვითი მეთოდებით ამოხსნის შედეგად მოდელირებულია ამსფ-ის თერმოჰიდროდინამიკა,ნოტიო ველების (ფენა ღრუბლები, სინოტივე) განვითარების სრული ციკლი, აეროზოლის ტურბულენტური დიფუზია. მიღებულია რიგი ანომალიური პროცესებისა, რომელთა შორის ყველაზე საინტერესოა ღრუბლების ანსამბლების მოდელირება. მოცემული მოდელის საშუალებით იმიტირებულია აგრეთვე ამსფ–ის ზოგიერთ პროცესზე ხელოვნური ზემოქმედება, კერძოდ, ნისლის გაბნევა თერმული და დაღმავალი დენების საშუალებით. ამავე მიმართულებას ეხება ღრუბელზე ზემოქმედების (შექმნა, გაბნევა) იმიტაცია აღმავალი დენების საშუალებით