ka | en
Company Slogan TODO

იონური არხების გახსნის (აქტივაციის) პროცესი

ავტორი: ინგა ხაჩატრიანი
თანაავტორები: ნ. ვასილიევა-ვაშაყმაძე, რ. გახოკიძე, პ. თოიძე
საკვანძო სიტყვები: იონური არხები, როდოპსინი
ანოტაცია:

უჯრედული მემბრანის იონური არხები - კომპლექსური ტრანსმემბრანული ცილოვანი სტრუქტურებია, რომლებს სხვადასხვა პოზიცია უკავიათ ლიპიდების ორმაგ შრეში. ისინი დიდ როლს ასრულებენ უჯრედის სიცოცხლისთვის. მათი მეშვეობით უჯრედი გარემოსთან ნივთიერების, ენერგიის და ინფორმაციის გაცვლას ახდენს, მათი მეშვეობით ნერვულ სისტემაში და კუნთებში იწყება და გრძელდება აღგზნების და დათრგუნვის პროცესები. იონური არხების ფუნქციონირების კითხვები წარმოადგენს მთავარ პრობლემას მემბრანული პროცესების ბიოფიზიკასა და ნეიროფიზიკაში, და მნიშვნელოვან გამოყენებით ამოცანას უახლესი ბიოტექნოლოგიებში. არსებობს ვარაუდი, რომ იონური არხების აქტივაცია (გახსნა) არის ურთიერთგანზიდვის ძალის მოქმედების შედეგი, წარმოქმნილი პოლარიზაციის პროცესის დროს, რეცეპტორთან შეწყვილებული იონური არხის ცილოვანი კომპონენტის სპირალურ სუბერთეულებს შორის. ამას ხელს უწყობს რეცეპტორების ცილოვანი სუბერთეულების უნიკალური კონფიგურაცია, რომელიც უზრუნველყოფს ამ სუბერთეულებს შორის ურთიერთგანზიდვის ეფექტს და არხის გახსნას.


მიმაგრებული ფაილები:

The Process of Opening (activation) of Ion Channels [en]
იონური არხების გახსნის (აქტივაციის) პროცესი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com