ავტორიზაცია
საქართველოს ტერიტორიისათვის საუკუნეებრივი გეომაგნიტური სავარიაციო მრუდის აგება
ავტორი: გურამ ქუთელიათანაავტორები: მარინა დევიძე
საკვანძო სიტყვები: გეომაგნიტური, სავარიაციო მრუდი
ანოტაცია:
კვლევის მიზანი: საქართველოს ტერიტორიისათვის საუკუნეებრივი გეომაგნიტური სავარიაციო მრუდის აგება არქეომეტრული დათარიღების ტექნიკა დღეისათვის ფართოდ გამოიყენება, როგორც არქეოლოგიური კვლევის ჩვეული ინსტრუმენტი. ის მეთოდების მთელ რიგს მოიცავს და მათ შორის ყველაზე ხელსაყრელის შერჩევა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა საკვლევი მასალის ტიპოლოგია, მდგომარეობა, აბსოლუტური ასაკი და გაზომვის სიზუსტე. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში არქეომაგნეტიზმმა დიდ პროგრესს მიაღწია მყარი დანალექი ქანების, არქეოლოგიური ობიექტებისა და ვულკანური ქანების დათარიღების თვალსაზრისით. აბსოლუტური ასაკის დადგენის შესაძლებლობა დამოკიდებულია, ძირითადად, იმაზე, თუ რამდენად შესწავლილია ამ ტერიტორიაზე დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება წარსულში, აგრეთვე დეტალური და უტყუარი მრუდების არსებობაზე [1]. იმის გამო, რომ ევროპაში დედამიწის მაგნიტური ველის მიმართულების პირდაპირი ინსტრუმენტული გაზომვა ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის მე-16 საუკუნეში დაიწყო, დღეს ზუსტად დათარიღებულ დაუზიანებელ გამომწვარ არქეოლოგიურ ობიექტებსა და ვულკანურ ნალექებზე არქეომაგნიტური კვლევების ჩატარება უცილობლად დაგვეხმარება ცოდნის გაღრმავებაში წარსულის გეომაგნიტური ველის დინამიკის შესახებ. შესაბამისად, არქეომაგნეტიზმი მოითხოვს თანამშრომლობის გაღრმავე¬ბას ისეთ სხვადასხვა მეცნიერებას შორის, როგორიცაა გეოფიზიკა, არქეოლოგია და ვულკანოლოგია.
მიმაგრებული ფაილები:
Creation of a Geomagnetic Secular Variation Curve (SVC) for the Territory of Georgia [en]საქართველოს ტერიტორიისათვის საუკუნეებრივი გეომაგნიტური სავარიაციო მრუდის აგება [ka]