ავტორიზაცია
კუმშადი არაერთგვაროვანი ანიზოტროპული მჰდ ასტროფიზიკური ქარების მდგრადობა
ავტორი: ალექსანდრე თევზაძეთანაავტორები: ელენე უჩავა
საკვანძო სიტყვები: მჰდ, წანაცვლებითი დინებები, მდგრადობა
ანოტაცია:
წარმოდგენილია ანიზოტროპული მაგნიტოჰიდროდინამიკური დინების წრფივი მდგრადობის ანალიზი სიჩქარის წანაცვლებისა და ძლიერი მაგნიტური ველის პირობებში. დაუჯახებელი ან სუსტად დაჯახებადი პლაზმა განხილულია 16 იმპულსურ მჰდ მოდელის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ ანიზოტროპულ წნევის ეფექტს, არამედ სითბური ნაკადების ანიზოტროპიასაც. ამ ზღვარში, სტანდარტული აკუსტიკური ტალღა გამოვლინდება მაღალ სიხშიროვანი სწრაფი სითბური აკუსტიკური და დაბალსიხშიროვანი სითბური აკუსტიკური ტალღების სახით. სითბური აკუსტიკური ტალღა ხდება არამდგრადი და იზრდება ექსპონენციალურად როდესაც სითბური ნაკადის პარამეტრი გადააჭარბებს კრიტიკულ მნიშვნელობას. ამავდროულად, სიჩქარის არაერთგვაროვნება იწვევს პერიოდულ არამდგრადობას ქვეკრიტიკული სითბური ნაკადის პარამეტრის შემთხვევაშიც. ნაჩვენებია, რომ გაფართოებადი დინების რადიალურად მილევის კანონმა შესაძლებელია განსაზღვროს ასტროფიზიკური ქარის ლოკალური მდგრადობა წყაროდან მოშორებით. თუკი მაგნიტური ველის მილევა უფრო სწრაფია სიმკვრივის მილევასთან შედარებით, ან როდესაც ხარისხობრივი კანონის მაჩვენებლების ფარდობა აკმაყოფილებს პირობას n/m > 2/3, წყაროდან გარკვეული მანძილის დაშორებით სითბური ნაკადის პარამეტრმა შეიძლება გადააჭარბოს კრიტიკულ მნიშვნელობას და განვითარდეს ექსპონენციალური არამდგრადობა. ამ ტიპის პროცესები შეიძლება დაიკვირვებოდეს არა მხოლოდ ძლიერად დამაგნიტებულ ვარსკვლავურ ქარებში, არამედ ზოგიერთი ტიპის ჭავლურ დინებებშიც. მოხსენებაში ნაჩვენები პროცესები შესაძლებელია მნიშვნელოვანი იყოს ძლიერ გაუხშოებულ პლაზმაში რომელიც დაიკვირვება კლასტერგარე აირში ან გალაქტიკურ ქარებში. ითვლება, რომ გალაქტიკური ქარები არიან დიდმასშტაბოვანი მაგნიტური ველის ერთ-ერთი წყარო, სადაც ისინი დაიკვირვებიან. ამ სიტუაციაში, ლოკალური ექსპონენციალური არამდგრადობა გამოიწვევს მიმართული დინებაში მაგნიტური ბუშტების წარმოქმნას და დინების გაბნევას. არამდგრადობა ასევე გამოიწვევს იმ მაგნიტური ველის ამპლიტუდის შეზღუდვას, რომელიც შეუძლია გადაიტანოს გაუხშოებულმა იონიზირებულმა ქარმა.
მიმაგრებული ფაილები:
Stability of compressible nonuniform anisotropic MHD astrophysical winds [en]კუმშადი არაერთგვაროვანი ანიზოტროპული მჰდ ასტროფიზიკური ქარების მდგრადობა [ka]