ავტორიზაცია
თბილისის გეოთერმული საბადოს ჰიდროდინამიკური ციფრული მოდელის სასაზღვრო პირობების დადგენა და კონცეპტუალური მოდელის შემუშავება, მოდელის კალიბრაცია
ავტორი: ნინო კაპანაძეთანაავტორები: დოქ. გიორგი მელიქაძე; დოქ. გენადი კობზევი
საკვანძო სიტყვები: გეოთერმული საბადო, ჰიდროდინამიკური ციფრული მოდელი, ჰიდროდინამიკური პარამეტრები, მოდელის კალიბრაცია
ანოტაცია:
გამოვლენილი რესურსების რაოდენობით, სითბური პოტენციალის სიდიდით და ათვისების პერსპექტიულობით თბილისის საბადოს, რომელიც წარმოადგენს კვლევის ინტერესს მოცემულ შემთხვევაში, გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს საბადოთა შორის და პირველ რიგში მათი დღევანდელი პირობების კომპლექსურ შესწავლას პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება. აუზის ციფრული მოდელის შემუშავება ერთ-ერთი მთავარი სტადიაა კვლევების უფრო ფართო გეგმისა, რომელიც მიზნათ ისახავს გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და გეოფიზიკური მეთოდების კომპლექსით შესწავლილ იქნას თბილისის ჰიდროთერმული უბანი, მოხდეს ჰიდროთერმული აუზების მდგრადი განვითარების სცენარების შემუშავება, ასევე მათი ჰიდროდინამიკური პარამეტრების და წყლის რესურსების განსაზღვრა, რაც ხშირად ეყრდნობა კომპიუტერულ მოდელირებას. ციფრული მოდელი აქ წარმოადგენს საკვანძო ნაბიჯს, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია ექსპლუატაციის და პროცესების განვითარების სხვადასხვა სცენარების შესწავლა. ციფრული მოდელის შემუშავების ერთ-ერთი მეთოდია (Domenico and Schwartz, 1998; Middlemis, 2000) (93) შესაბამისად, რაც ითვალისწინებს შემდეგ ეტაპებს: • წყალშემცველი ჰორიზონტის გეოლოგიური აგებულებისა და ლითოლოგიური შემადგენლობის შესწავლა; • მიწისქვეშა წყლების ზედაპირის ჩაწოლის სიღრმე და მისი სიმძლავრე, მოძრაობის მიმართულების დადგენა; • ჰიდროდინამიკური პარამეტრების (ფილტრაციის კოეფიციენტი, წყალგაცემა და სხვა) განსაზღვრა; • სითბური ნაკადის სიდიდის დადგენა; • საკვლევი რაიონის სასაზღვრო პირობების დადგენა და კონცეპტუალური მოდელის შემუშავება; • ციფრული მოდელირების განხორციელება. • რეკომენდაციების შემუშავება საბადოს ეკოლოგიურად გამართლებული ექსპლუატაციის მიზნით.