ka | en
ავტორიზაცია

ამინომჟავების თვისებების ქვანტურ-ქიმიური დახასიათება
ავტორი: ჯუმბერი კერესელიძესაკვანძო სიტყვები: ამინო მჟავა, პეპტიდური ბმა, ქვანტურ-ქიმიური გამოთვლები
ანოტაცია:
ქვანტური ქიმიის თანამედროვე მეთოდის - სიმკვრივის ფუნქციონალის თეორიის (სფთ) გამოყენებით გამოთვლილ იქნა 14 აციკლური ამინომჟავას ენერგეტიკული და ელექტრონული მახასიათებლები. ნაჩვენებია, რომ R - ჯგუფების ინდუქციური გავლენით იზრდება ჰიდროქსილის ჯგუფის დიპოლური მომენტი, რაც თავის მხრივ იწვევს მოლეკულის მჟავიანობის გაზრდას, რაზედაც მიუთითებს pKa - სიდიდის შემცირება. აქტივაციის ენერგიის (E#) და ბმის რიგების (Pij) მეშვეობით შესაძლებელია პეპტიდური ბმების წარმოქმნის ალბათობია თვისებრივი შეფასება.