ka | en
Company Slogan TODO

საქართველოს მებაღეობის რეგიონებში გავრცელებული მსხლის ფსილიდების კომპლექსი, Cacopsylla pyri (L.)-ისა და C. bidens-ს შორის არსებული სახეობათშორისი კონკურენცია

ავტორი: არნოლდ გეგეჭკორი
საკვანძო სიტყვები: მებაღეობა, ფსილიდები, სახეობათაშორისი კონკურენცია.
ანოტაცია:

• ფსილიდები წარმოადგენენ ფიტოფაგი მწერების მნიშვნელოვან ჯგუფს, სადაც ვხვდებით ეკონომიკური თვალსაზრისით მავნებელი სახეობების საკმაოდ დიდ რაოდენობას (Hodkinson, 1974; Loginova, 1972; Gegechkori, 1984, 1996; Burckhardt, 1994). ადრეულ წლებში კავკასიაში ცნობილი იყო 9 სახეობა (Loginova, 1972). ). 1963-1990 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგად ეკონომიკური თვალსაზრისით 17 ადგილობრივი ან რეგიონული მასშტაბის მნიშვნელოვანი ფსილიდების მავნებელი სახეობა იქნა დაფიქსირებული (Gegechkori, 1996). • მსხლის სახეობებთან ტროფულად დაკავშირებული 5 სახეობიდან, ყველაზე მეტი მავნეობით გამოირჩვა Cacopsylla pyri. C. pyricola ადგილობრივი მასშტაბის მავნე სახეობაა, ხოლო C. pyrisuga-ს მავნეობა სპორადულ ხასიათს ატარებს. ბოლო დრომდე სამხრეთ კავკასიის სამხრეთ ნაწილში ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობაა C. bidens. უნდა აღინიშნოს, რომ სუბტროპიკულ განედებთან შედარებით ახლო მდებარე ორი ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი) საზღვარზე, მათი სამხრეთ ნაწილიდან შეინიშნება თერმოფილური ტროპიკულ-სუბტროპიკული განედების ცხოველთა სახეობების ექსპანსია ჩრდილოეთ განედებში (400-450 N). ეს განსაკუთრებით ითქმის საქართველოს არიდულ რეგიონებზე, სადაც არეალი მნიშვნელოვნად გაიფართოვეს მაჩვზღარბამ (Hystrix indica) და ლეოპარდმა (Panthera pardus ciscaucasica). იმ უხერხემლოებს შორის, რომლებმაც ბოლო დროს საქართველოში ასევე წარმატებით გაიფართოვეს არეალი, უნდა აღინიშნოს გარეული და შინაური მსხლების (Pyrus spp. ) ფსილიდა - C. bidens. ეს სახეობა აგროცენოზში პირველად დაფიქსირებულ იქნა 1990-იან წლებში (Gegechkori, 1990, 1996, 2000). • აღმოსავლეთ საქართველოს არიდულ ბუნებრივ ჰაბიტატებში, შესაბამისად, ქსეროფიტ ველურ მსხლებზე (Pyrus salicifolia და სხვა სიმშრალის მოყვარული ფორმები ) თანაარსებობენ C. permixta და C. pyri, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ორი რაიონის - კახეთისა და ქართლის ანთროპოგენურ ჰაბიტატებში გვხვდება C. bidens და C. pyri (Macharashvili, 2002; Gegechkori, Ginturi, 2005). ბუნებრივ პირობებში თანაფარდობა აღნიშნულ ორ პოპულაციას შორის შეადგენს 80%-სა და 20%-ს C. pyri -ის სასარგებლოდ, თუმცა აგრობიოცენოზებში აღნიშნული თანაფარდობა უკვე შეადგენს 98% და 2%-ს C. pyri -ის სასარგებლოდ. • იმის გამო, რომ C. bidens თანაარსებობს C. pyri -თან, ერთდროულად ორივე სახეობა ხასიათდება რა ერთნაირი ბიოეკოლოგიით, ეს სახეობები აშკარად კონკურირებენ. ჩვენს მიერ შესწავლ იქნა ორ სახეობას შორის არსებული შიდასახეობრივი კონკურენცია. კოაქციის მსგავსი ფორმის თავიდან ასაცილებლად, დროთა განმავლობაში, აღნიშნული ორი სახეობის პოპულაციები განსახლდნენ მკვებავი მცენარის სხვადასხვა ვეგეტატიურ ორგანოებზე. ვიკარირების მსგავსმა ფორმამ შესაძლებელი გახადა კონკურენციის თავიდან აცილება (Gegechkori, Macharashvili, 2002). ეს პრობლემა საინტერესოა როგორც თეორიული, ისე გამოყენებითი თვალსაზრისით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com