ავტორიზაცია
ანტიმიკრობული აგენტების ბაქტერიაზე მოქმედების მინიმალური ინჰიბირების კონცენტრაციის (MIC) მოქმედების მოდელი
ავტორი: თამაზ მძინარაშვილითანაავტორები: ირინა პაპუკაშვილი, ნინო შენგელია, მარიამ ხვედელიძე, ნინო თურქაძე
საკვანძო სიტყვები: ანტიმიკრობული აგენტები, კოკტეილი, ფაგები, ინფექციის მოდელი
ანოტაცია:
ანტიმიკრობული აგენტების ბაქტერიაზე მოქმედების მინიმალური ინჰიბირების კონცენტრაციის (MIC) მოქმედების მოდელი ავტორი: თამაზ მძინარაშვილი თანაავტორები: ირინა პაპუკაშვილი, ნინო შენგელია, მარიამ ხვედელიძე, ნინო თურქაძე დღეს დღეობით ითვლება, რომ ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება ანტიბიოტიკებია, თუმცა არსებობენ ისეთი ბაქტერიები, რომლთა განადგურება ანტიბიოტიკებით პრაქტიკულად შეუძლებელია. ანტიბიოტიკების ეფექტური მოქმედება დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ადვილად „იპოვნის“ ანტიბიოტიკი ინფექციის ადგილს და როგორი იქნება მისი კონცენტრაცია, რომელიც უნდა აღემატებოდეს ინფექციის ჩახშობისთვის საჭირო მინიმალურ კონცენტრაციის მნიშვნელობას (MIC). იდეალური მოქმედების სამკურნალო პრეპარატი უნდა ეფუძნებოდეს ისეთ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ისინი მიზანმიმართულად უნდა თრგურნავდეს პათოგენურ მიკროორგანიზმებს, თანაც ისე რომ ამ პროცესში მინიმალური იყოს ორგანიზმში ბაქტერიებიდან გამოყოფილი ტოქსინები. ჩვენს კათედრაზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე შემუშავებული იქნა ანტიმიკრობული აგენტების ბაქტერიებზე მოქმედების მექანიზმების მოდელი, რომლის მიხედვითაც ბაქტერია გააგრძელებს ანტიმიკრობული აგენტების გარემოცვაში გამრავლებას დამოკიდებულია ანტიმიკრობული აგენტების რიცხვზე, რომლებიც ბაქტერიის მემბრანის რეცეპტორებთან არის კომპლექსში. მოდელის მიხედვით, განისაზღვრავს თუ რით არის განპირობებული ანტიბიოტიკის მინიმალური ინჰიბირებული კონცენტრაციის (MIC) არსებობა. იმისათვის, რომ ბაქტერიებმა ვერ შეძლონ გამრავლება აუცილებელია იყოს ანტიმიკრობული აგენტებისა და ბაქტერიის მემბრანაზე არსებული რეცეპტორული ადგილების ფარდობის მნიშვნელობა საკმარისი. ჩვენი აზრით, ეს ფარდობა განსაზღვრავს ე.წ. კრიტიკულ MIC -ის მნიშვნელობას. თუ ეს რიცხვი აღმოჩნდა კრიტიკულ მნიშვნელობაზე მცირე, მაშინ ბაქტერია ჩვეულებრივ აგრაძელებს ფუნქციონირებს ისე რომ არ „იმჩნევს“ არავითარ გავლენას ანტიმიკრობული აგენტების მიმართ. ამ მოდელის მიხედვით თითოეულ ანტიმიკრობულ აგენტის კონცენტრაციის კრიტიკული მნიშვნელობა დამოკიდებული იქნება ბაქტერიის მემბრანაზე არსებული შესაბამისი რეცეპტორების რიცხვზე (MSS - მემბრანის მგრძნობიარე ადგილი). წარმოდგენილ მოსაზრებებს ადასტურებს ჩვენს მიერ მიღებული ექსპერიმენტული შედეგებიც. ეს მოსაზღება უფრო გაფართოვდა და შედეგად ჩატარებულ ექსპერიმენტებში, რომელიც დაკავშირებულია ე.წ. ანტიმიკრობული აგენტებისაგან დამზადებულ კოქტეილთან (ანტიმიკრობული ნარევი). მიღებული იყო მეტად საინტერესო ექსპერიმენტული შედეგი, კერძოდ, საკვებ არეში შეტანილ კოქტეილის თითოელი წარმომადგენელის რაოდენობა იყო ნაკლები მათ MIC-ზე, მაშინ როცა მინიმალურზე ნაკლები ანტიმიკრობული აგენტების ერთდროულმა დამატებამ ბაქტერიის გამრავლების პროცესის შეაჩერა. მიღებული ექსპერიმენტული შედეგების ახსნა, შესაძლებელია აიხსნას მხოლოდ იმით, რომ ბაქტერია უძლური გაუმკლავდეს ანტიმიკრობულ აგენტების ერთობლივ „შეტევას“ (მათ შორის ოთახის ტემეპერატურისაგან (370C) განსხვავებულ ტემპერატურასაც). გამომდინარე ზემოთ ნათქვამიდან ცალსახად ჩანს, რომ ბაქტერიაზე ე.წ. ანტიმიკრობული აგენტების მიერ უჯრედის მემბრანაზე ე.წ. MSS დაკავებული ადგილების ჯამური რაოდენობა არის განმსაზღვრელი ბაქტერიის გამრავლება/არგამრავლების პროცესზე და არა ცალცალკე თითოეული ანტიმიკრობული აგენტის რაოდენობაზე.
მიმაგრებული ფაილები:
The model of influence of the antimicrobial agents (MIC) on the bacteria [en]