ka | en
Company Slogan TODO

სავარცხლისებური აგებულების პოლიმერების მიღება მეთილპროპიონატური ჯგუფებით გვერდით ჯაჭვში

ავტორი: ომარ მუკბანიანი
თანაავტორები: ნათია ჯალაღონია, თამარ თათრიშვილი, ელიზა მარქარაშვილი, იზაბელა ესართია, დონარი ოტიაშვილი, ჯიმშერ ანელი
საკვანძო სიტყვები: ჰიდროსილილირება, პოლიმერიზაცია, მყარი პოლიმერელექტროლიტური მემბრანები, იონ-გამტარებლობა
ანოტაცია:

სავარცხლისებურ აღნაგობის პოლიმერების მიღებას ვანხორციელებდით ორ სტადიად. პირველ სტადიაზე შესწავლილ იქნა 2.4.6.8-ტეტრაჰიდრო-2.4.6.8-ტეტრამეთილციკლოტეტრასილოქსანის (D4H) მიერთების რეაქცია აკრილის მჟავას მეთილის ეთერთან მორეაგირე კომპო-ნენტების 1:4.1 თანაფარდობით და ასევე აკრილის მჟავას მეთილის ეთერთან და ვინილტრი-ეტოქსისილანთან მორეაგირე კომპონენტების 1:3:1 თანაფარდობით, პლატინის სხვადასხვა კატალიზატორების თანაობისას 60-80 0C ტემპერატურაზე. სინთეზირებულია D4R და D4R,R’ ორგანოციკლოტეტრასილოქსანები რაოდენობრივი გამოსავლით. D4R და D4R,R’ ორგანოციკლოტეტრასილოქსანების პოლიმერიზაციისა და თანაპოლიმერიზაციის რეაქციებით ჰექსამეთილდისილოქსანთან როგორც მოლეკულური მასის მარეგულირებელ აგეტთან, უწყლო კალიუმის ტუტის თანაობისას 80–1000C ტემპერატურაზე სინთეზირებულია სავარცხლისებური აღნაგობის რეგულარული აღნაგობის პოლიმერები. სინთეზირებული ნივთიერებების შედგენილობა და აღნაგობა დამტკიცებულია FTIR. 29Si, 1H და 13C ბმრ სპექტრული ანალიზით. პოლიმერზე ლითიუმის მარილის დოპირებით და 1-2 წვეთი 0.1 მ HCl-ის სპირტხსნარის დამატებისას მიმდინარე ზოლ-გელური პროცესით მიღებულია მყარი პოლიმერ ელექტროლიტური მემბრანები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com