ავტორიზაცია
ელექტრონული სწავლების სისტემის ძირითადი ფუნქციონალური ელემენტები
ავტორი: მაკა ოდილაძეთანაავტორები: ვანო კობაიძე, ნინო ბანცური
საკვანძო სიტყვები: დისტანციური სწავლება, მონაცემთა ბაზა, სამომხმარებლო ინტერფეისი
ანოტაცია:
ელექტრონული სწავლების ყველა ფორმა მხარს უჭერს სწავლებისა და დასწავლის პროცესს, უფრო ხშირად კი მისი საშუალებით ხდება არსებული ცოდნის გაღრმავება. სასწავლო პროცესის განხორციელებისას გამოიყენება საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემები. ელექტრონული სწავლების სისტემის შექმნის მთავარი საფუძველია ქსელში ჩართული კომპიუტერები. E-learning მოიცავს WEB-ზე, კომპიუტერზე დაფუძნებულ სწავლებას ციფრული თანამშრომლობის რეჟიმში. ამ დროს მომხმარებელი განათლებას ღებულობს ვირტუალურად. შიგთავსი, მომხმარებელს მიეწოდება ინტერნეტით, Intranet/Extranet-ით, აუდიო/ვიდეო ფირით, სატელიტური ანტენით, CD/DVD-ROM-ებით. კონტენტი შეიძლება იყოს ინსტრუქტორი წარმოდგენილი ტექსტის, სურათის, ანიმაციის, ვიდეოსა და აუდიოს შემცველობით. ნებისმიერი ელექტრონული სწავლების სისტემის დაპროექტებისას უმთავრესი ყურადღება უნდა გამახვილდეს ორ კომპონენტზე : სამომხმარებლო ინტერფეისსა და მონაცემთა ბაზაზე. მომხმარებლის ინტერფეისი, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი ნაწილია მომხმარებლის გამოცდილებაში ნებისმიერ პროგრამულ უზრუნველყოფასთან ურთიერთობისას. ელექტრონული სწავლების (e-learning) ინტერფეისის დიზაინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწავლების ეფექტურობა და ინტერფეისის დიზაინი არსებითად მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან (გადაჯაჭვულია). ელექტრონული სწავლების ინტერფეისის დიზაინი უნდა იყოს ელექტრონული სწავლების პროდუქტის შექმნის პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი, ინტეგრირებული კომპონენტი, ხოლო ინტერფეისის დიზაინი უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ როგორ სწავლობს ხალხი და რა ამოცანები უნდა შეასრულონ მათ ამ პროგრამაში. აღნიშნული მეთოდი განსხვავდება სხვა მიდგომებისგან, რომლებშიც ინტერფეისის დიზაინის პროცესი, განიხილება სწავლების დიზაინის პროცესისაგან დამოუკიდებლად და უმეტეს შემთხვევაში სრულდება გრაფიკული დიზაინერის ხელმძღვანელობით, რომელსაც არ გააჩნია სპეციალიზებული ცოდნა და გამოცდილება სწავლების თეორიაში.
მიმაგრებული ფაილები:
The basic functional elements of e-learning system [en]ელექტრონული სწავლების სისტემის ძირითადი ფუნქციონალური ელემენტები [ka]