ka | en
Company Slogan TODO

ქრომოსფერული სპიკულების დინამიკა

ავტორი: დავით ხუციშვილი
თანაავტორები: ვ.ყულიჯანიშვილიb, თ . კვერნაძეb, ვ. კახიანი
საკვანძო სიტყვები: ქრომოსფერო, სპიკული, მაგნიტოჰიდროდინამიკური ტალღები
ანოტაცია:

მზეზე მიმდინარე ფიზიკური პროცესებისა და მათ შორის ურთიერთკავშირის შესწავლას დღეისათვის მეტად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, თუმცა ბოლომდე არა არის შესწავლილი მზის ატმოსფეროში მიმდინარე არასტაციონარული პროცესები. ჩვენი კვლევის მიზანია, მზის ნატიფი სტრუქტურის დინამიკის იმ ფიზიკურ პროცესებთან კავშირის გამოვლენა, რომელიც მიმდინარეობს მზის ატმოსფეროს ქვედა და მის ზევით მდებარე ფენებში. ისეთი აქტუალური პრობლემები, როგორიცაა ქრომოსფეროდან კორონაში გარდამავალ ფენის ნივთიერების და ენერგიის ბალანსი, მზის ქარის გენერაცია და სხვა, მოითხოვს საფუძვლიან შესწავლას. კორონის გათბობის მექანიზმის შესწავლა, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ქრომოსფერული სპიკულები, კერძოდ მასში გავრცელებული მაგნეტოჰიდროდინამიკური ტალღემი (MHD) და მათ მიერ ენერგიის ტრანსფორმაცია, ქვედა ფენებიდან ზედა ფენებისაკენ, მზის ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების ახსნის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში დიდ დაბნელებაგარეშე კორონოგრაფისა და მუხტკავშირიანი სინათლის მიმღების Apogee CCD U9000 (პიკსელების რაოდენობა 3056 x 3056; პიკსელების ზომა 12 x 12 მიკრონი; გამოსახულების ზომა 36.7 x 36.7მმ; გამისახულობის დიაგონალი 51.9 მმ; ) დახმარებით 2012 წლის 21 ნოემბერს მიღებული იქნა წყალბადის Ha–სპიკულების სპექტოგრამების ორი სერია. დამზერითი მასალის დასამუშავებლად, გამოყენებული იქნება ჩვენს მიერ დაწერილი სახეცვლილება ერთ–ერთ Almap359 კომპიუტერული პროგრამის მოდულის, რაც გრაფიკული წესით, როგორც სხივური და ტანგენციალური სიჩქარეების, ასევე ნახევარსიგანეების განსაზღვრის საშუალებას იძლევა. დაკვირვებითი მონაცემების ანალიზისათვის გამოყენებული იქნება ე.წ. "ლომბის პერიოდოგრამების ალგორითმი არათანაბრად განაწილებული მონაცემებისათვის" (Press et al. 1992). ნაშრომში გაანალიზებულია Ha – სპიკულებზე ახალი ტიპის დაკვირვებითი მასალა, რაც გამოიხატება ექსპოზიციის (0.03წმ) და სპექტროგრამებს შორის დროის ინტერვალის (4.5 წმ) სიმცირით. H – სპიკულების დოპლერის სიჩქარეები დროის მიხედვით იცვლება -3კმ/წმ – 10კმ/წმ ფარგლებში, ხოლო ნახევარსიგაანები 0.3Å – 0.6Å შუალედში შესაბამისად. გამოიკვეთა დოპლერის სიჩქარეების რხევის პერიოდები 6წთ, 4 წთ და 3წთ და ნახევარსიგანეების რხევის პერიოდები 9 წთ, 3,6წთ და 2,3წთ. დაკვირვებითი მასალის მორფოლოგიური პირველადი ანალიზიდან ნათლად ჩანს სპიკულების დოდპლერის სიჩქარეების ცვლილების კვაზიპერიოდული ან ზოგჯერ შეიძლება ითქვას "კვაზიტურბულენტური" ხასიათი.


მიმაგრებული ფაილები:

DINAMICS OF CHROMESPHERE SPICULES [en]
ქრომოსფერული სპიკულების დინამიკა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com