ka | en
Company Slogan TODO

საქართველოს ტურიზმის უსაფრთხოების გეოინფორმაციული სისტემა

ავტორი: თენგიზი გორდეზიანი
თანაავტორები: ზურაბ ლაოშვილი, თენგიზ გორდეზიანი, მანანა შარაშენიძე, გიგა ბერიძე
საკვანძო სიტყვები: გეოინფორმაციული სისტემა, ინტერაქტიული ვებ რუკა
ანოტაცია:

ტურიზმის განვითრების ხელშეწყობისათვის აუცილებელია მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ტურისტს უცხო გარემოში მრავალი საფრთხე ემუქრება. ეს ტურიზმის თანმხლები მოვლენაა. უბედური შემთხვევების მინიმუმამდე შემცირებისა და უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების მიზნით საჭიროა არსებობდეს ტურიზმის უსაფრთხოების გეოინფორმაციული სისტემა. მასში თვმოყრილი იქნება სივრცითი და თემატური ინფორმაცია საშიშროების რისკებისა და მათგან თვის დაცვის რეკომენდაციების შესახებ. იგი ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თემატური რუკებისა და ტექსტის სახით შემოგვთვაზებს მარშრუტის მაქსიმალურად უსაფრთხო ვარიანტს. ტურუზმის უსაფრთხოების გის-ის გამოყენება გააუმჯობესებს ტურისტული სააგენტოების მომსახურებას და უფრო ოპერატიულს და ეფექტურს გახდის სამაშველო სამსახურების საქმიანობას. სისტემის ერთ-ერთი შედეგი იქნება ინტერაქტიური ვებ-რუკა, რომელიც ტურისტს უსაფრთხო მარშრუტის დამოუკიდებლად დაგეგმარების საშუალებას მისცემს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com