ka | en
Company Slogan TODO

არამზიური პლანეტების მასებსა და ტუმრის პარამეტრს შორის კავშირის შესახებ

ავტორი: დავით ალხანიშვილი
თანაავტორები: ალექსანდრე თევზაძე
საკვანძო სიტყვები: არამზიური პლანეტები, პროტოპლანეტური დისკები, პლატების ფორმირება
ანოტაცია:

შესწავლილია არამზიური პლანეტების მასებსა და მოდელური პროტოპლანეტური დისკის ლოკალური ტუმრის პარამეტრს შორის კორელაცია. ანალიზისათვის გამოყენებული არამზიური პლანეტების მონაცემთა ბაზა შედგება 500 დადასტურებული ობიექტისაგან, ცნობილი ორბიტის ექსცენტრისიტეტით, ვარსკვლავის რადიუსით და ზედაპირული ტემპერატურით. პროტოპლანეტური დისკის მოდელის ასაგებად ვიყენებთ მინიმალური მასის არამზიური ნისლეულის მიახლოებას. დისკის ტემპერატურა გამოთვლილია ტემპერატურის რადიალური ხარისხობრივი სტრატიფიკაციის კანონის გამოყენებით, რომელიც შესაბამისობაშია დაკვირვებებთან. ვიყენებთ რა აგებული დისკის ზედაპირულ სიმკვრივეს, ტემპერატურას და ბგერის სიჩქარეს ვითვლით ლოკალურ ტუმრის პარამეტრს პლანეტების წარმოშობის საწყის ეტაპზე. გამოთვლების დროს არ ვითვალისწინებთ რადიალური მიგრაციის პროცესს და ვეყრდნობით in situ ფორმირების მოდელს. ჩატარებული ანალიზი გვიჩვენებს არამზიური პლანეტის მასასა და ლოკალურ ტუმრის პარამეტრს შორის (Q) ძლიერ კორელაციას. როგორც ჩანს, პლანეტის მასა დამოკიდებულია ტუმრის პარამეტრზე ხარისხობრივი კანონით, როდესაც ხარისხის მაჩვენებელი უდრის -4/3 ს. მეტიც, როგორც ჩანს არამზიური პლანეტები იყოფიან ორ პოპულაციათ: პირველი უფრო მაღალი მასით, და მეორე უფრო დაბალი მასით ერთიდაიგივე Q პარამეტრის შემთხვევაში. არამზიური პლანეტის მასის ტუმრის პარამეტრზე დამოკიდებულების მიღებული სტატისტიკური კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალი არამზიური პლანეტების წინასწარმეტყველებისათვის მრავალპლანეტიან სისტემებში, სადაც უკვე აღმოჩენილია ერთი პლანეტა. არამზიური პლანეტების მასის საწყის პროტოპლანეტური დისკის თვისებებთან კორელაცია აჩენს ახალ შეზღუდვებს, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს პლანეტების ფორმირების თეორიებმა, და მათ შორის დღეისათვის მიღებულმა ბირთვზე აკრეციის მოდელმაც.


მიმაგრებული ფაილები:

Onto the correlation between exoplanet mass and Toomre’s parameter [ka]
არამზიური პლანეტების მასებსა და ტუმრის პარამეტრს შორის კავშირის შესახებ [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com