ავტორიზაცია
DPPA და DPPC ლიპოსომების თერმოდინამიკური კვლევა
ავტორი: ეკა შეყილაძეთანაავტორები: თამაზ მძიმარაშვილი, მარიამ ხვედელიძე
საკვანძო სიტყვები: ლიპოსომა, ნანონაწილაკი, კალორიმეტრი.
ანოტაცია:
კალორიმეტრული მეთოდის გამოყენებით გამოვიკვლეულ იქნა დიპალმიტოილფოსფატიდილ ქოლინისაგან (L-α-Phosphatidylcholine, Dipalmitoyl-DPPC) დამზადებული ლიპოსომების თერმოდინამიკური პარამეტრები ქოლესტეროლის თანაობისას. ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა 200ნმ და 450 ნმ-იანი ლოპოსომები, რადგან უჯრედში 500 ნმ-ზე მეტი ზომის ნანონაწილაკები ვერ აღწევენ. კვლევებმა აჩვენა, რომ როგორც 200 ნმ-იანი, ისე 450 ნმ-იანი DPPC+ქოლესტეროლი გაცხელებისას განიცდის ფაზურ გადასვლას 41°C ტემპერატურაზე და მათი კალორიმეტრული მრუდები ემთხვევა ერთმანეთს,Aანუ მათ გააჩნიათ ერთნაირი სტაბილობა და მოწესრიგებულობა. დადგენილ იქნა, რომ მაღალ ტემპერატურებზე ლიპოსომების სტრუქტურული მთლიანობა არ ირღვევა და ის მთლიანად აღიდგენს სტრუქტურას ხელმეორედ გაცხელებისას. ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა ლიპოსომები, რომელშიც მოთავსებული იყო ფლუორესცეინის ხსნარი მისი მიკროსკოპში დამზერის მიზნით. კალორიმეტრული ჩანაწერიდან ჩანს, რომ ლიპოსომის სტრუქტურა დამზადებული ფლუორესცეინთან ერთად განსხვავდება ნატიური ლიპოსომის კალორიმეტრული მრუდისაგან. მისი სტაბილობა მცირდება ნატიურ ლიპოსომასთან შედარებით, მაგრამ მაღალ ტემპერატურებზე ლიპოსომების სტრუქტურული მთლიანობა არ ირღვევა, და ის მთლიანად აღიდგენს სტრუქტურას ხელმეორედ გაცხელებისას. ასევე აღსანიშნავია ლიპოსომებზე დამზადების შემდეგ ფლუორესცეინის დამატება. ფლუორესცეინის თანაობისას მიღებული მრუდი ემხთხვევა ნატიური ლიოპოსომის კალორიმეტრულ მრუდს, ანუ მზა ლიპოსომაზე ფლუორესცეინის დამატების შემთხვევაში ლიპოსომის სტრუქრურა არ იცვლება. შესაბამისად ლიპოსომების თვისებები და სტრუქტურა დამოკოდებულია ლიპოსომების დამზადების მეთოდზე. ექსპერიმენტები ჩატარებულ იქნა როგორც ახალ დამზადებულ ლიპოსომებზე, ასევე 3 თვის შემდეგ იგივე ნიმუშის გამოყენებით. შედეგები არის იდენტური, რაც მიანიშნებს ამ შემადგენლობის ლიპოსომების ვარგისიანობას საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან დიპალმიტოილფოსფატიდილ ქოლინიანი ლიპოსომები გამოდგება წამლის გადასატან სისტემებად.