ka | en
Company Slogan TODO

„ჭკვიანი“ სენსორები : ტექნოლოგიები და გამოყენების არეალი

ავტორი: მაგდა ცინცაძე
თანაავტორები: მაია არჩუაძე
საკვანძო სიტყვები: სენსორები, ჭკვიანი სენსორები, ქსელები
ანოტაცია:

სენსორებსა და სენსორულ ქსელებს თანამედროვე რეალობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ, რადგანაც ისინი წარმოადგენენ ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტარიას გარემოს გამოწვევებთან გასამკლავებლად. ამ ტექნოლოგიების გამოყენებით წარმატებით მიმდინარეობს მონიტორინგი ისეთ გარემო ფაქტორებზე, როგორიცაა გლობალური დათბობა, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ანტი-ტერორისტული ოპერაციების დაგეგმვა-რეალიზაცია. ელექტრონული, ბიო თუ ქიმიური სენსორები ახდენენ რამოდენიმე ფიზიკური თვისების გაზომვას. ნაშრომში ჩვენ მიმოვიხილავთ ისეთ სენსორებს, რომლებიც ზემოაღნიშნული სახეობის სენსორების მიერ მიღებულ სიგნალს გარდაქმნიან ელექტრონულ სიგნალად და მიღებული ინფორმაცია ინახება შესაბამის მონაცემთა ბაზაში. შესაბამისად ასეთი სენსორები წარმოადგენენ ერთგვარი კავშირის ინფერფეისს ფიზიკურ სამყაროსა და ელექტრონული მოწყობილობების (კომპიუტერების) სამყაროს შორის.


მიმაგრებული ფაილები:

Smart Sensors: Main Technologies and Applications [en]
„ჭკვიანი“ სენსორები : ტექნოლოგიები და გამოყენების არეალი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com