ka | en
Company Slogan TODO

კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობის მყინვარების ევოლუცია XX საუკუნის ბოლოს

ავტორი: ლევან ტიელიძე
საკვანძო სიტყვები: მყინვარები
ანოტაცია:

კავკასიონი წარმოადგენს მყინვარული პროცესების აქტიური გამოვლინების ერთერთ რეგიონს. მყინვარებით აქ დაფარულია დაახლოებით 1600 კმ2, ხოლო მათი რაოდენობა აღწევს დაახლოებით 2000. აღნიშნულ რეგიონში 1970-იანი წლებიდან მათი უკანდახევის პროცესის გაძლიერებამ დღის წესრიგში დააყენა ამ პროცესის უფრო დეტალური შესწავლა, რადგანაც კავკასიონის მყინვარები მნიშვნელოვნად განაპირობებს კავკასიის რეგიონის წყლის ბალანსს და გარკვეურ როლს ასრულებს აგრეთვე კასპიის ზღვის დონის რეგულირებაში. გლობალური ტემპერატურის ცვლილების ანალიზი აჩვენებს, რომ დათბობის პროცესი დედამიწის ყველა რეგიონში განსაკუთრებით გააქტიურდა 1970-იანი წლებიდან. ამ ბოლო პერიოდში ტემპერატურის ზრდის სიჩქარემ დაახლოებით ორჯერ გადააჭარბა ბოლო 100 წლის მანძილზე დაფიქსირებული ზრდის საშუალო სიჩქარეს. ამან გამოიწვია ინტერესი მყინვართა დეგრადაციის პრობლემისადმი, რადგანაც მყინვარები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცალკეული რეგიონების წყლის ბალანსის რეგულირებაში და მათი ევოლუცია ხშირად დაკავშირებულია აგრეთვე მთელ რიგ ბუნებრივ კატასრტოფებთან (მყინვარების ჩამოქცევა, მდინარეთა ჩახერგვა, გამანადგურებელი წყალმოვარდნები და სხვა.). ბუნებრივია, რომ ამ ცვლილებათა ფონზე კავკასიონის მყინვარებმაც განიცადა შესაბამისი ევოლუცია. ასე მაგალითად, საქართველოში მყინვარული კვების მთავარი მდინარეების (კოდორი, ენგური, რიონი, არაგვი, თერგი, პირიქითა ალაზანი) აუზებში 1882-1965 წწ. პერიოდებში მყინვართა ფართობი შემცირდა საშუალოდ 26,5%-ით. დროის ამ მონაკვეთში ყაზბეგის გამყინვარებაში შემავალი მდინარეების თერგის, ფიაგდონისა და გიზელდონის სათავეების მკვებავი ძირითადი მყინვარების რაოდენობა გაიზარდა 97%-ით, ხოლო ფართობი შემცირდა 31%-ით, რაც მოწმობს მყინვართა დანაწევრებისა და დეგრადაციის პროცესს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com