ავტორიზაცია
ფენოქსიპროპიონის მჟავას ქირალური ნაწარმების ენანტიომერული ანალიზი სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლისაქარიდული ქირალური სტაციონარული ფაზების გამოყენებით
ავტორი: Ana Ghibradzeთანაავტორები: ბეჟან ჭანკვეტაძე
საკვანძო სიტყვები: ფენოქსიპროპიონის მჟავას ნაწარმები, სითხურ ქრომატოგრაფია, ენანტიოსელექტიური ანალიზი.
ანოტაცია:
ფენოქსიპროპიონის მჟავას ნაწარმები ფართოდ გამოიყენება როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შხამქიმიკატები (ძირითადად ჰერბიციდები).სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ფენოქსიპროპიონის მჟავას ნაწარმების უმრავლესობა ქირალურ ნივთიერებებს წარმოადგენს და დღესდღეობით ძირითადად შეუსწავლელია მათი მოქმედების, სასოფლო სამეურნეო კულტურებში აკუმულირების და ბიოდეგრადაციის ენანტიოსელექტიური ასპექტები.ამ საკითხების კვლევისათვის აუცილებელია ფენოქსიპროპიონისმჟავას ნაწარმების ენანტიოსელექტიური ანალიზის მეთოდების დამუშავება. წინამდებარე სამუშაოს მიზანს წარმოადგენს ფენოქსიპროპიონის მჟავას ქირალური ნაწარმების ენანტიომერების დაყოფის მეთოდების დამუშავება სითხურ ქრომატოგრაფიაში ახალი ტიპის პოლისაქარიდული ქირალური სტაციონარული ფაზების და პოლარულ-ორგანული, ნორმალური და შებრუნებულ ფაზიანი ელუენტების გამოყენებით.განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ენანტიომერების ელუირების რიგის და ამის საფუძველზე ქირალური გამოცნობის მექანიზმების კვლევას.შესწავლილი იქნება სტაციონარული და მოძრავი ფაზების ქიმიური შედგენილობის და დაყოფის პირობების გავლენა ენანტიომერების ელუირების რიგზე.მიმდინარე ეტაპზე ჩატარებულია წინასწარი სამუშაოები მხოლოდ პოლარული ორგანული მოძრავი ფაზების გამოყენებით და მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება ამ სამუშაოთა შედეგები.