ავტორიზაცია
ზემო სვანეთის რელიეფის შეფასება ტურისტულ რეკრეაციული მიზნებისათვის
ავტორი: ლელა გადრანისაკვანძო სიტყვები: რელიეფი, ტურიზმი
ანოტაცია:
ზემო სვანეთს აქვს ტურიზმის, მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორის განვითარების მაღალ პოტენციალი, რასაც განაპირობებს ისეთ ფაქტორთა ერთერთობლიობა, როგორიცაა სვანეთის უძველესი კულტურა, უნიკალური კულტურულ-ისტორიული ძეგლები, მუზეუმები, ზემო სვანეთის მყინვარები, განვითარებადი კურორტული ზონები. ყოველივე ეს განსაკუთრებულ პირობებს ქმნის სხვადასხვა სახის ტურიზმის განვითარებისათვის. 1996 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის ადგილად იქნა აღიარებული ზემო სვანეთი. აქედან გამომდინარე, ალბათ თვალსაჩინოა, რამდენად აუცილებელია, ამ რეგიონის შესწავლა ტურისტულ-რეკრეაციული თვალსაზრისით. ბოლო წლებში, გეოგრაფიის ინსტიტუტის ბაზაზე ჩატარდა ექსპედიციები ზემო სვანეთში, GPS-ჲთ იქნა აღებული წერტილები, (გააქტიურებული ეგზოდინამიკური პროცესები), რაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების დროს გასათვალისწინებელია. 2013 წელს, ენგურის აუზში ჩატარებული ექსპედიციის მასალები დამუშავების პროცესშია. ზემო სვანეთში ტურისტული პოტენციალის გამოყენება ბოლო ხანებში აქტუალური გახდა. ამ სფეროში მეცნიერული კვლევა მნიშვნელოვანია, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.