ავტორიზაცია
საქართველოს კაინოზოური ვულკანიზმი
ავტორი: ბეჟან თუთბერიძესაკვანძო სიტყვები: ვულკანიზმი, კოლიზია, კაინოზოური
ანოტაცია:
საკვლევი რეგიონი ალპური ნაოჭა სარტყლის–კავკასია–მცირე აზიის სეგმენტის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. კავკასიის სეგმენტში არსებული სუბდუქციური გეოდინამიური ვითარება 11 მილიონი წლის წინათ კოლიზიით შეიცვალა - აფრიკა-არაბეთისა და ევრაზიის კონტინენტური ლითოსფერული ფილების კონვერგენციის პირობებში, რასაც მოჰყვა ოკეანური ტიპის ქერქის მქონე მეზოზოური ოკეანე თეტისის დახურვა. პირველი მძლავრი სუბაერალური კოლიზიური ვულკანური პაროქსიზმი საკვლევი რეგიონის ფარგლებში სამხრეთ საქართველოს ზეგანზე მოხდა გვიანმიოცენ-ადრეპლიოცენის საზღვარზე; ვულკანური აქტიურობა განმეორდა გვიანპლიოცენ-ადრე პლეისტოცენის საზღვარზე; ძალიან სუსტი პაროქსიზმით გამოვლინდა ვულკანიზმი გვიანპლეისტოცენის ბოლოს და ამით სამხრეთ საქართველოს ზეგნის ტერიტორიაზე ვულკანური პროცესი დამთავრდა. მცირე კავკასიის ნაოჭა სისტემის არეალში ვულკანური აქტიურობა მხოლოდ გვიანპლ-იოცეურ-ადრეპლეისტოცენურ ფაზას უკავშირდება; კავკასიის მთათაშუა მასივის ტერიტორიაზე ვულკანიზმი ვლინდება ძალიან სუსტად-გვიან მიოცენ-ადრეპლიოცენისა და გვიანპლიოცენ-ადრეპლეისტოცენის პერიოდში; ვულკანური აქტიურობის ფართო დიაპაზონს ადგილი აქვს დიდი კავკასიონის ნაოჭა სისტემის ფარგლებში (საქართველოს ტერიტორიაზე); აქ ვულკანური აქტიურობის ხუთი ასაკობრივი პერიოდია დადგენილი: გვიან პლიოცენი, ადრე პლეისტოცენი, შუაპლე-ისტოცენი, გვიანპლეისტოცენი და ჰოლოცენი; საკვლევი რეგიონში გამოვლინებული ვულკანური პროდუქტებიდან გაბატონებული მდგომარეობა საშუალო და მჟავე შედგენილობის ვულკანიტებს ეკუთვნით; საკვლევი არეალის პოსკოლიზიური ვულკანიზმის განვითარების ისტორიაში ძირითადად გამოიყოფა კირტუტიანი სერიის ვულკანური სერიები, ძლიერ დამორჩილებული გავრცელებით სარგებლობს სუბტუტე სერიის ვულკანიტები, ტუტე სერიის ქანები დამახასიათებელი არ არის; ვულკანიტების მთავარ დამახასიათებელ პეტროგეოქიმიურ თავისებურებას წარმოადგენს მსუბუქი იშვიათ მიწაელემენტებით (LILE,LREE) გამდიდრება მძიმე იშვიათმიწა ელემენტებთან (HFSE,HREE) შედარებით; სრტონციუმის იზოტოპური შეფარდებათა მნიშვნელობების მიხედვით (87Sr/86Sr==0.703-0.704) ირკვევა, რომ საკვლევი რეგიონის ვულკანური წარმონაქმნების ფორმირებაში წამყვანი როლი მანტიურ ნივთიერებას ეკუთვნის.
მიმაგრებული ფაილები:
Cenozoic Volcanism of Georgia [en]საქართველოს კაინოზოური ვულკანიზმი [ka]