ka | en
Company Slogan TODO

MChbL ტოქსიკურობის შესწავლა ძუძუმწოვრების მიმართ in vitro და in vivo სისტემებში

ავტორი: ეკა ხურციძე
თანაავტორები: მ. გაიდამაშვილი
საკვანძო სიტყვები: MChbL, ძუძუმწოვრები, ციტოტოქსიკურობა
ანოტაცია:

შესწავლილი იქნა ფითრის MChbL ენდოტოქსინის ქრონიკული ტოქსიკურობა ძუძუმწოვარ ცხოველებში და ციტოტოქსიკურობა in vitro ადამიანის პერიფერიული სისხლის ლიმფოციტების მოკლევადიან სუსპენზიურ კულტურებზე MTT ტესტის გამოყენებით. საცდელი ცხოველების MChbL პრეპარატით დოზირებული კვების შედეგად თაგვების საერთო მდგომარეობაში და ქცევებში ცვლილებები არ გამოვლინდა. ხოლო წონის ცვლილებები არ აღემატებოდა წონის შემცირების დასაშვებ 10%-იან ზღვარს. საცდელი ცხოველების ორგანოების და ქსოვილების მაკრო-მორფოლოგიური ცვლილებების ანალიზმა აჩვენა, რომ პრეპარატის დოზასთან დამოკიდებულებით ვლინდება ცვლილებები ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტში. შედეგებიდან გამომდინარე, გამოტანილია დაკვნა MChbL ენდოტოქსინის გამოყენების უსაფრთხო დოზების შესახებ. ნაჩვენები იქნა, რომ MChbL ენდოტოქსინის პრეპარატი 500 მკგ/მლ დოზით იწვევდა პერიფერიული სისხლის ლიმფოციტების პროლიფერაციის საგრძნობლად დათრგუნვას და ხასიათდებოდა პსლ-ის მიმართ გამოხატული აშკარა ციტოტოქსიკური მოქმედებით. Lepidoptera რიგის მწერების მიმართ ტოქსიკური ეფექტის მქონე MChbL მინიმალური დოზა (10 მკგ/მლ), იწვევდა საკონტროლო ვარიანტთან მიახლოებულ პსლ პროლიფერაციას, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ ამ კონცენტრაციით MChbL ენდოტოქსინი არ წარმოადგენდა მიტოგენს და არ ავლენდა ტოქსიკურ ეფექტებს პსლ-ს მიმართ.


მიმაგრებული ფაილები:

MChbL ტოქსიკურობის შესწავლა ძუძუმწოვრების მიმართ in vitro და in vivo სისტემებში [ka]
MChbL toxicity studies in mammals in vitro and in vivo [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com