ka | en
Company Slogan TODO

პირდაპირი მოქმედების ახალი მულტიფუნქციური ანტიბიოკოროზიული დამცავი საფრების შექმნა და ტესტირება

ავტორი: ხათუნა ბარბაქაძე
თანაავტორები: ნოდარ ლეკიშვილი
საკვანძო სიტყვები: ანტიბიოკოროზიული, ბიოაქტიური, კომპოზიტი, ტრიბოლოგიური თვისებები
ანოტაცია:

მიღებული და შესწავლილია ახალი არაორგანულ-ორგანული ჰიბრიდული ბიოაქტიური კომპოზიტები და ანტიბიოკოროზიული დამცავი საფრები მათ ბაზაზე. მატრიცებად გამოყენებულ იქნა სილიციუმორგანული ოლიგომერებით მოდიფიცირებული ჰეტეროჯაჭვური პოლიმერები – პოლიეპოქსიდები და პოლიურეთანები, ხოლო ბიოაქტიურ კომპონენტად - პოლიფუნქციური ასიმეტრიული ფრაგმენტისა და ფეროცენის ჯგუფის ერთდროულად შემცველი ბიოაქტიური ლიგანდები და მათ ბაზაზე გარდამავალი მეტალების ჰეტერომეტალური კოორდინაციული ნაერთები. დადგენილია კომპოზიტებში პოლიმერების, მოდიფიკატორისა და ბიოაქტიური კომპონენტის ოპტიმალური შემცველობა. შესწავლილია მიღებული კომპოზიტების ძირითადი ფიზიკურ-მექანიკური და საექსპლუატაციო მახასიათებლები.


მიმაგრებული ფაილები:

Creation and Testing of Direct-acting Novel Multifunctional Antibiocorrosive Covers [en]
პირდაპირი მოქმედების ახალი მულტიფუნქციური ანტიბიოკოროზიული დამცავი საფრების შექმნა და ტესტირება [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com