ავტორიზაცია
მდინარეების ძამა, ტანა თეძამის აუზების მორფოსტრუქტურების ანალიზი ციფრულ მოდელირებაზე დაყრდნობით
ავტორი: მარიამ ციცაგიანოტაცია:
რელიეფის მრავალმხრივ მორფომეტრულ მაჩვენებლებს აქვთ ფართო გამოყენება იმ დარგებში, სადაც აუცილებელია მიწის ზედაპირის თვისებების რაოდენობრივი შეფასება. კველვის ობიექტი მდინარეების ძამა, ტანა, თეძამის აუზების რელიეფის მორფოლოგიული სტრუქტურაა, კვლევის მიზანია ამ მდინარეების აუზების რელიეფის სხვადასხვა დონის მორფოლოგიული სტრუქტურის გაშლა ციფრული მოდელირების ტექნოლოგიების საფუძველზე. დასახული მიზნის მიღწევისთვის საჭირო გახდა ამოცანების კომპლექსის ამოხსნა: რელიეფის ციფრული მოდელების (DEM) შექმნა; სტანდარტული მორფომეტრული მაჩვენებლების (ჰიფსომეტრია, ფერდობების ექსპოზიცია და დახრილობა, ვერტიკალური და ჰორიზონტალური დანაწევრება) ავტომატიზირებული გათვლის შესრულება DEM–ს მონაცამების საფუძველზე და ამ მაჩვენებლების კარტოგრაფირება. კერძო წყალშესაკრებების ზედაპირის მორფოლოგიის შესახებ მიღებული ცნობები ხელს უწყობს ჰიდროლოგიური პროცესების ინტერპრეტაციას, ზედაპირული ნაკადის ფორმირების მექანიზმების ახსნას და ქმნიან მდინარეები აუზების სისტემის შემდგომი მრავალმხრივი გეოგრაფიული ანალიზისთვის წინაპირობას.