ავტორიზაცია
ფოტოსინთეზის თავისებურებები პლანეტა მარსის იმიტირებულ პირობებში
ავტორი: მარიამ ტარასაშვილისაკვანძო სიტყვები: მარსი, ბიორემედიაცია, ტერაფორმირება, შიკიმატეს ფოტოსინთეზი, კომპლექსური ნაერთები
ანოტაცია:
21-ე საუკუნის მეცნიერთა უმნიშვნელოვანესი ამოცანაა პლანეტა მარსზე საკაცობრიო მისსიების განხორციელება და პლანეტის ტერაფორმირებისათვის აუცილებელი პროცესების წამოწყება. ამ მხრივ, განსაკუთრებულად საინტერესო და პერსპექტიულია მარსის გრუნტისა და ატმოსფეროს ბიორემედიაციისათვის საჭირო მეთოდების შემუშავების დროს განხორციელებული სამეცნიერო კვლევები. მარსზე არსებული კოსმოსური სადგურებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება ფოტომასინთეზირებელი ორგანიზმების ფუნქციონირებას, ვინაიდან არ არსებობს ალტერნატიული პროცესი, რომელიც მარსზე არსებულ დასახლებებს ხანგრძლივი დროით უზრუნველჰყოფს ჟანგბადით და საკვებით. ჩვენ მოვახდინეთ მარსის გარემოს ფიზიკური პარამეტრების იმიტაცია და შევისწავლეთ მათ მიმართ ოპტიკურად აქტიურ ორგანიზმთა მიერ განხორციელებული ადაპტაციური მექანიზმები. შესწავლილი იქნა პლანეტა მარსის პირობებში მიმდინარე ფოტოზინთეზისათვის დამახასიათებელი სპეციფიური ბიოქიმიური ასპექტები. მარსის სადგურების ჟანგბადით უზრუნველსაყოფად, შემუშავებულ იქნა სპეციალური ფოტომასინთეზირებელი ბიონიკური სტრუქტურების პროტოტიპი.
მიმაგრებული ფაილები:
Specific patterns of the photosynthesis within imitated Martian conditions [en]ფოტოსინთეზის თავისებურებები პლანეტა მარსის იმიტირებულ პირობებში [ka]