ავტორიზაცია
სიმსივნის აღმწერი განზოგადოებული კონცეპტის ფორმირება ანალიტიკური ევრისტიკების მეთოდით
ავტორი: მანანა ხაჩიძეთანაავტორები: დავით ხაჩიძე
საკვანძო სიტყვები: კონცეპტი, ცოდნის ბაზა, დიაგნოსტიკა
ანოტაცია:
სიმსივნურ დაავადებათა მკურნალობის ეფექტურობა მეტწილად დამოკიდებულია, მის ადრეულ დიაგნოსტიკაზე. ამიტომ სქრინინგის ისეთი მეთოდის შემუშავება, რომელიც სიმსივნური დაავადების არსებობას აღმოაჩენს შედარებით მარტივად (დიფერენცირების გარეშეც) მნიშვნელოვანია. შემუშავდა სიმსივნის ზოგადი აღწერის მეთოდი, რომლის გამოყენება შესაძლებელია დიაგნოსტიკაში. აღმწერ პარამეტრებს წარმოადგენენ სისხლის შრატის მიკროკალომეტრიული ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემები (შრატის შემადგენელი ცალკეული ცილების დნობის მონაცემები). ამ მონაცემების ანალიტიკური ევრისტიკების მეთოდით დამუშავების შედეგად ფორმირდება „სიმსივნის კონცეპტი“ - ყოველი ცილის დნობის თერმოდინამიკური პარამეტრების ერთობლიობით შექმნილი იმპლიკანტი, რომელთა ერთობლიობა შექმნის ცოდნის ბაზას ექიმის გადაწყვეტილების მხარდამჭერ ინფორმაციულ სისტემაში.
მიმაგრებული ფაილები:
Formation of Generalized Tumor-Describing Concept by Use of Analytical Heuvristics Method [en]სიმსივნის აღმწერი განზოგადოებული კონცეპტის ფორმირება ანალიტიკური ევრისტიკების მეთოდით [ka]