ავტორიზაცია
უსადენო სისტემის, როგორც მასობრივი მომსახურების სისტემის მოდელირება
ავტორი: ლელა მირცხულავათანაავტორები: გიორგი გუგუნაშვილი, მზია კიკნაძე
საკვანძო სიტყვები: ერლანგის განაწილება, დრო მეზობელ მტყუნებებს შორის, ალბათური მიდგომა, მასობრივი მომსახურების მოდელი.
ანოტაცია:
მოცემულ სტატიაში განიხილება ერლანგის განაწილების მოდელი უსადენო ქსელებში და მობილურ კომპიუტინგში. დემონსტრირებულია და წარმოდგენილია ერლანგის ოჯახი, როგორც ყველაზე მოქნილი განაწილება, ვიდრე ექსპონენციალური. ის რომელიც მოცემულია ერთი პარამეტრით. პრაქტიკულ სიტუაციებში ერლანგის განაწილება უფრო მოქნილია რეალური მონაცემებისათვის განაწილების განსაზღვრაში. ერლანგის განაწილება აგრეთვე საკმაოდ მოსახერხებელია მსაობრივი მომსახურების ანალიზის შემთხვევაში, რაც განპირობებულია მისი ურთიერთდამოკიდებულებით ექსპონენციალური განაწილების მიმართ. ერლანგის განაწილების უპირატესობების სადემონსტრაციოდ განიხილება მასობრივი მომსახურების მოდელი, რომელიც წარმოდგენილია როგორც უსადენო არხი, სადაც დრო მეზობელ მტყუნებებს შორის განაწილებულია ერლანგის კანონის მიხედვით.
მიმაგრებული ფაილები:
Modeling of Wireless Networks as Queuing System [en]უსადენო სისტემის, როგორც მასობრივი მომსახურების სისტემის მოდელირება [ka]