ka | en
Company Slogan TODO

ახალი ინდოლშემცველი სისტემები: სინთეზი, თვისებები, უჩვეულო რეაქციები, მექანიზმები

ავტორი: იოსებ ჩიკვაიძე
თანაავტორები: შ.სამსონია, მ.ტრაპაიძე, ნ.თარგამაძე, დ.ყაჯრიშვილი, ნ.ნარიმანიძე
საკვანძო სიტყვები: პიროლოინდოლები, ინდოლოინდოლები, არილინდოლები, პირიდაზინოინდოლები
ანოტაცია:

მოხსენებაში განხილულია ორგანული ქიმიის კათედრის და ორგანული ქიმიის ინს-ტიტუტის ძირითადი სა¬მე¬ც¬ნი¬ერო მიმართულების - „ახალი აზოტშემცველი ჰეტეროციკლური სის¬ტემები“ - გამოკვლევები ოლიგოინდოლების, პიროლოინდოლების, ინდოლოინდოლების, არილინდოლების, სპიროქრომენების, პირიდაზინო¬ინ¬დო¬ლების სფეროში. მიღებულია სიმეტრიული და არასიმეტრიული ბის- და ტრიინდოლები; არილ- და დიარილინდოლები; კონდენსირებული სამ და ოთხბირთვიანი იზომერული პიროლოინდოლები და ინდოლოინდოლები, ოთხ და ხუთბირთვიანი სპიროქრომენული და პირიდაზინოინდოლური სისტემები; იზომერული ბის-ტრიციკლური პირიდაზინოინდოლები; შემუშავებულია ამ ჯგუფების სინთეზის ზოგადი პრეპარატული მეთოდები; შესწავლილია მათი ფიზიკურ-ქიმიური და ქიმიური თვისებები და ქვანტურ-ქიმიური პარამეტრები; მიღებულია სხვადასხვა ფუნქციური ჯგუფების შემცველი ნაწარმები, რომელთა შორის გამოვლენილია მცენარეთა ზრდის რეგულატორები ანტისეპტიკური, ციტოსტატიკური, ბიოციდური, კურარეს მსგავსი, შუქმგრძნობიარე და სხვა სასარგებლო თვისებების მქონე ნაერთები; გამოვლენილია რამდენიმე ახალი რეაქცია, მოწოდებულია მათი სავარაუდო მექანიზმები. ამ მიმართულებით დაცულია 30 საკანდიდატო (აკად. დოქტორი) და 4 სადოქტორო (მეცნიერებათა დოქტორი) დისერტაცია, გამოქვეყნებულია 550-დე სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის 284 სამეცნიერო სტატია (130 იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში და 15 თავი მონოგრაფიებში, ოთხი მიმოხილვითი), 250-მდე კონფერენციის და სიმპოზიუმების მასალებში (167 საერთაშორისო), მიღებულია 7 საავტორო მოწმობა და პა-ტე¬ნ¬ტი. კათედრის ბაზაზე ჩატარებულია 4 საერთაშორისო კონფერენცია, 2014 წლის სექტქმბერში ჩატარ¬დება ორი კონფერენცია: „ევრაზიის მე-8 კონფერენცია ჰეტეროციკლურ ნაერთებში“ და მე-3 საერთაშორისო კონფერენცია ორგანულ ქიმიაში (ICOC-2014) „ორგანული ქიმია - სიცოცხლის მამოძრავებელი ძალა“


მიმაგრებული ფაილები:

axali indolSemcveli sistemebi: sinTezi, Tvisebebi, uCveulo reaqciebi, meqanizmebi [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com