ავტორიზაცია
გამოკვლევები ინდოლის ახალი ნაწარმების სინთეზის მიზნით
ავტორი: იოსებ ჩიკვაიძეთანაავტორები: შ.სამსონია, ნ.თარგამაძე, დ.ყაჯრიშვილი, ა.კალატოზიშვილი, თ.გიორგაძე, ნ.ქარჩავა
საკვანძო სიტყვები: პირ¬ი¬და¬ზი¬ნო¬ინდოლი, ქლორირება
ანოტაცია:
მოხსენებაში განხილულია საანგარიშო პერიოდში (2013 წ) ჩატარებული სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები ადრე დაწყებული გამოკვლევების გეგმიური გაგრძელებაა. გამოკვლევები ტარდებოდა ორი მიმართულებით: ა) 3-ფენილ-4-ოქსო-3H,5H-პირ¬ი-და¬ზი¬ნო[4,5-b]ინდოლის ახალი ნაწარმების სინთეზი და 2) ინდოლის ბირთვის უჩვეულო ქლორირების რეაქციის შესწავლა. პირიდაზინო[4,5-b]ინდოლის მიმართუ-ლებით სინთეზირებულია 5-ჩანაცვლებული 2-ეთოქსიკარბონილ-3-ფორმილინდოლის 14 ახალი არილჰიდრაზონი. ქლორირების რეაქციის შესწავლის მიმართულებით ჩატარებულია ქვანტურ-ქიმიური გათვლები, რომელთა საფუძველზე დადასტურებულია ჩანაცვლების უპირატესი მიმართულებები. შემდგომი გამოკვლევებისათვის დაგროვებულია 2-ეთოქსიკარბო-ნილინდოლი და მისი 4-, 5- და 6-ნიტრონაწარმები. ჩატარებულია 2-ეთოქსიკარ-ბონილინდოლის ნიტრირებისა და ქლორირების რეაქციები რეაქცი¬ე¬ბი.
მიმაგრებული ფაილები:
gamokvlevebi indolis axali nawarmebis sinTezis mizniT [ka]