ka | en
Company Slogan TODO

განათლება ევროპული პროფესიული საკრედიტო სისტემის დროში - CHEMLAB პროექტი

ავტორი: ხათუნა კახიანი
საკვანძო სიტყვები: ECVET, WBL, University Entrprise partnership
ანოტაცია:

"ევროკავშირის ChemLab პროექტის იმპლემენტაცია საქართველოში" ეხმაურება საქართველოში ქიმიური, კვების და ღვინის ინდუსტრიისათვის სამუშაო ადგილზე მომზადებული, კვალიფიციური კადრების მოთხოვნას. EU CHEMLAB II, Leonardo da Vinci (LDV) პარტნიორობის პროექტის მსგავსად, რომელიც ევროკომისიის მიერაა მხარდაჭერილი, CHEMLAB-GEO ცდილობს აღნიშნული მოთხოვნა დუალური პროფესიული სწავლებით (VET) დაფაროს. სამიზნე ჯგუფი გახლავთ ინდუსტრია, რომელიც ეძებს კვალიფიციური სამუშაო ძალას და სტუდენტები, რომელთაც სურთ მიიღონ განათლება კონკრეტული ინდუსტრიის სექტორში. პროექტი მხარდამჭერილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში მიერ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საწარმოებს შორის სამუშაო ადგილზე დაფუძნებული საწავლების (WBL) ფარგლებში განვითარებული თანამშრომლობა კარგი მაგალითია WBL პოტენციალისა საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში. უნივერსიტეტი სთავაზობს თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას, რომელიც გავრცობილი იქნება ორ პარტნიორ კომპანიაში რეალურ სამუშაო ადგილზე სწავლებით. აღნიშნული, რესურსების და კომპეტენციები გაზიარების კარგი მაგალითია, რაც შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისათვის, რომლებიც ვერ სთავაზობენ საკუთარ თანამშრომლებს სრულ სასწავლო კურსებს. ინტენსიური ტრენინგები უკვე განხორციელებულია სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში 2012 დეკემბერიდან დღემდე; გარდა ამისა პროექტის ფარგლებში შემუშავდა და გამოიცადა ECVET* მოდულები, რომლებიც დამატებითი კვალიფიკაციის მიღების შესაძლებლობებს აძლევს ახალგაზრდებს. * ECVET - პროფესიული განათლების ევროპული საკრედიტო სისტემა http://ec.europa.eu/education/lifelong-learning-policy/ecvet_en.htm


მიმაგრებული ფაილები:

Education in ECVET time – CHEMLAB project [en]
განათლება ევროპული პროფესიული საკრედიტო სისტემის დროში - CHEMLAB პროექტი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com