ავტორიზაცია
ახალი გამოკვლევები ქირალური გამოცნობისა და ენანტიომერების დაყოფის შესახებ თხევად ფაზაში
ავტორი: ბეჟან ჭანკვეტაძეთანაავტორები: ი. მათარაშვილი, ლ. მოსიაშვილი, ლ. ჭანკვეტაძე, შ. სამაკაშვილი, მ. ქარჩხაძე, ა. მსხილაძე, ბ. ჭანკვეტაძე
ანოტაცია:
ეს მოხსენება აჯამებს ჩვენს უახლეს შედეგებს ენანტიომერების დაყოფის შესახებ სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლისაქარიდული ქირალური სტაციონარული ფაზების გამოყენებით. კერძოდ, ყურადღება იქნება გამახვილებული ენანატიომერების ელუირების რიგიც ცვლილებაზე მოძრავი ფაზის ბუნების, შედგენილობის, მცირე დანამატებისა და დაყოფის ტემპერატურის მიხედვით. ეს ექსპერიმენტები ტარდებოდა ახალი ტიპის პოლისაქარიდული ქირალური სტაციონარული ფაზებისა და ნორმალური და პოლარულ ორგანული მოძრავი ფაზების გამოყენებით (1-3). კაპილარული ელექტროფორეზის ექსპერიმენტში დადგენილი იქნა კეტოპროფენის ენანტიომერების განსხვავებული აფინობა სხვადასხვა პერმეთილირებული ციკლოდექსტრინების მიმართ და შესწავლილი იქნა ამ მოვლენის სტრუქტურული მექანიზმები ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის მეთოდის გამოყენებით (4). ამ პროექტებში შესწავლილი საანალიზო ნივთიერებების ნუსხა მოიცავს არილპროპიონის მჟავას ნაწარმებს (1, 4), ბეტა-ბლოკატორებს (2), იმიდაზოლისა და ტრიაზოლის ნაწარმებს (3), მათ შორის ზოგიერთს რამდენიმე ქირალური ცენტრით. განხილული იქნება ექსპერიმენტში დადგენილი ეფექტების შესაძლო ფიზიკურ-ქიმიური მექანიზმები. გარდა ზემოთ ხსენებულისა, ქირალური სითხური ქრომატოგრაფია იქნა გამოყენებული „მწვანე“ ენანტიოსელექტიური სინთეზის ახალი კატალიზატორებისა (5, 6) და ქირალური აგროქიმიური საშუალების დიფენოკონაზოლის ენანტიოსელექტიური ბიოლოგიური მოქმედების, გარდაქმნისა და გარემოში აკუმულირების შესწავლის მიზნით (7). ლიტერატურა: 1. I. Matarashvili, S. Fanali, L. Chankvetadze, T. Farkas, B. Chankvetadze, J. Sep. Sci., 36 2013, 140-147. 2. L. Mosiashvili, L. Chankvetadze, T. Farkas, B. Chankvetadze, J. Chromatogr. A , 1317, 2013, 167-174. 3. A. Mskhiladze, M. Karchkhadze, A. Dadianidze, S. Fanali, T. Farkas, B. Chankvetadze, Chromatographia, 76, 2013, 1449-1458. 4. S. Samakashvili, A. Salgado, G. Scriba, B. Chankvetadze, Chirality, 25, 2013, 79–88. 5. A. Pinaka, G. C. Vougioukalakis, D. Dimotikali, E. Yannakopoulou, B. Chankvetadze, K. Papadopoulos, Chirality, 25, 2013, 119-125. 6. A. Pinaka, D. Dimotikali, B. Chankvetadze, K. Papadopoulos, G.C. Vougioukalakis, Synlett, 24, 2013, 2401-2446. 7. F. Dong, J. Li, B. Chankvetadze, Y. Cheng, X. Liu, J. Xu, X. Chen, Y. Li, C. Bertucci, D. Tedesco, R. Zanasi, Y. Zheng, Environ. Sci. & Tech., 47, 2013, 3386-3394.