ka | en
Company Slogan TODO

ნიტროზო (NO) ჯგუფის შემცველი N–გლიკოზიდების სინთეზი

ავტორი: ნელი სიდამონიძე
თანაავტორები: რ. გახოკიძე, ნ. სიდამონიძე, რ. ვარდიაშვილი, მ. ნუცუბიძე
ანოტაცია:

უკანასკნელ წლებში ახალი, ბიოლოგიურად და ფარმაკოლოგიურად აქტიური ნაერთების სინთეზის მიზნით, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სხვადასხვა ტიპის ორგანული ნაერთების ნახშირწყლებით მოდიფიკაციას. ლიტერატურაში მწირი ინფორმაცია არსებობს ნახშირწყლებზე, რომლებიც შეიცავენ ნიტროზოჯგუფს. ბიოლოგიურად აქტიური ორგანული ნაერთების მოდიფიკაციისათვის გლიკოზიდების გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს ერთის მხრივ მათი ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური მოქმედება, ხოლო მეორეს მხრივ – შეამციროს მათი ტოქსიურობა ჩვენი სამუშაოს მიზანი იყო ნიტროზოჯგუფს შემცველი N–გლიკოზიდების სინთეზი. პირველად იქნა შესწავლილი N-p-ტოლილ–β–D–გლუკოპირანოზის (3) და N-p-ტოლილ–β–D–გალაქტოპირანოზის (4) ურთიერთქმედების რეაქცია ნატრიუმის ნიტრიტთან. სინთეზირებულია ნიტროზო (N=O) ჯგუფის შემცველი N-გლიკოზიდები (5,6). სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკო–ქიმიური მეთოდებით.


მიმაგრებული ფაილები:

Synthesis of N-glycosides Containing N=O Group [en]
ნიტროზო (NO) ჯგუფის შემცველი N–გლიკოზიდების სინთეზი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com