ავტორიზაცია
ახალი ჰეტეროციკლური სისტემები - ბიომაკრომოლეკულების პოტენციური ინტერკალატორები
ავტორი: ნათია ქარჩავათანაავტორები: აკაკი კალატოზიშვილი
საკვანძო სიტყვები: ინტერკალაცია, მუტაგენი
ანოტაცია:
დნმ-თან ინტერკალაცია უმეტეს შემთხვევაში არის ბრტყელი პი-დეფიციტური ჰეტეროციკლური არომატული ბირთვის არაკოვალენტური ბმით დაკავშირება დნმ_ის ორმაგი სპირალის ფუძე ბუნების წყვილებთან. ამით ინჰიბირდება მისი ტრანსკრიფციისა და რეპლიკაციის უნარი. შესაბამისად ინტერკალატორები პოტენციური მუტაგენებია. მათ გააჩნიათ ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ტრიპანოციდური და ასევე კიბოს საწინააღმდეგო აქტიურობა, რაც დამტკიცებულია როგორც in vitro, ასევე in vivo ცდებით. განსაკუთრებული კიბოს საწინაღმდეგო აქტიურობა გააჩნიათ ბის-ინტერკალატორებს. აღსანიშნავია 1987 წელს მცენარე “Streptmyces Zebensis”_დან გამოყოფილი პრეპარატი CC-1065 რომელის კიბოს საწინააღმდეგო აქტიურობა გაცილებით მაღალია ვიდრე ისეთი ცნობილი პრეპარატების როგორებიცაა ადრიამიცინი, დისტამიცინ A, ნეტროფსინი და ნოგალამიცინი, თუმცა CC-1065 ძლიერ ტოქსიკურია. ორგანული ქიმიის კათედრაზე სინთეზირებულია სამი აზოტის ატომის შემცველი ტრიციკლური სისტემის ახალი ნაწარმები, რომელთაც შესაძლოა აღმოაჩნდეს მსგავსი ბიოლოგიური აქტიურობები.