ka | en
Company Slogan TODO

კალიკრეინების, როგორც სიმსივნური ბიომარკერის ზოგადი დახასიათება

ავტორი: Ketevan Chubinidze
საკვანძო სიტყვები: კალიკრეინი, ბიომარკერი, სიმსივნე
ანოტაცია:

კალიკრეინები არიან ენზიმების ოჯახიდან და მიეკუთვნება სერინის პროტეაზების ქვეჯგუფს. მათ ახასიათებთ პეპტიდების დახლეჩის უნარი. ამ დრომდე ითვლებოდა, რომ კალიკრეინის გენური ოჯახი შედგებოდა მხოლოდ სამი წევრისაგან. კალიკრეინები ექსპრესირდება ბევრ ქსოვილში, მათ შორის სტეროიდულ ჰორმონ– მაპროდუცირებელ ან ჰორმონ–დამოკიდებულ ქსოვილებში ,როგორიც არის პროსტატა, მკერდი, საკვერცხე და სათესლე ჯირკვალი. კალიკრეინებსა და სიმსივნეებს შორისარსებობს მჭიდრო კავშირი. მათი უმეტესობა რეგულირდება სტეროიდული ჰორმონებით სიმსივნური უჯრედების ხაზებში. კალიკრეინებსა და სიმსივნეებს შორის არსებობს მჭიდრო კავშირი. პროსტატ–სპეციფიკური ანტიგენი( პსა;hK3) და ადამიანის ჯირკვლოვანი კალიკრეინი (hK2 ) ფართოდ გამოიყენებიან როგორც სიმსივნური მარკერი პროსტატის სიმსივნის დიაგნოსტირებისათვის. hK6,hK10 და hK11, ჩანს, რომ შრატის ახალი ბიომარკერები საკვერცხის და პროსტატის სიმსივნის დიაგნოსტირებისა და პროგნოზირებისათვის. ბევრი კალიკრეინი ექსპრესირდება mRNA–სა და ცილის დონეზე სხვადასხვა ენდოკრინულ– დაკავშრებულ მალიგნიზაციისას და აქვთ პროგნოზირებადი ღირებულება. მათი ერთდროული ექსპრესირება ერთსადაიგივე ქსოვილში (ჯანმრთელი და სიმსივნური) მიუთთებს მის მონაწილეობაზე ენზიმურ კასკადურ გზაზე. თავის პროგნოზულ და სადიაგნოსტიკო პოტენციალთან ერთად კალიკრეინები არიან მიმზიდველი სამიზნე თერაპიისათვის.


მიმაგრებული ფაილები:

კალიკრეინების, როგორც სიმსივნური ბიომარკერების ზოგადი დახასიათება [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com